კომენტარები არ დაინანოთ
კართან ვდგავარ და ვფიქრობ დავაკაკუნო თუ არა. აკანკალებული ხელი ზარის ღილაკთან მივიტანე და მაშინვე გაისმა არასასიამოვნო ხმა. მალევე კარი მოახლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ გამიღო.
- ვინ გნებავთ_ნაზი ხმით მკითხა.
- ლიამი მელოდება_მკაცრი უხეში ტონით ვუპასუხე.
- ის სახლში არ გახლავთ.
- ვიკითხე სახლში არის თუ არა თქო?!_ისევ იმავე ტონით ვუპასუხე. განზე გადგა და თბილ სახლში შევაბიჯე.
როგორი ბედნიერეი ვიყავით ამ სახლში მე და ლიამი.
ყველა მოგონება ერთად ტრიალებს თავში. ერთი მეორეს ანაცვლებს რაც იმდენად მტკივნეულია მინდა ბოლო ხმით ვიკივლო და ყველაფერი დავამსხვრიო ჩემი მოგონებების ჩათვლით..
აქ არ უნდა მოვსულიყავი.
- მიგაცილებთ_ის გოგონა უკან მიდგება. ლურჯ პალტოს მას ვაჩეჩებ.
- საჭირო არაა ამ სახლს შენზე უკეთ ვიცნობ_უხეშად ვპასუხობ და კლასიკურ სამოსში გამოწყობილი, ქუსლიანების კაკუნით მივდივარ მისაღებისკენ.
მისაღებში ორი პატარა გოგონა გვერდიგვერდ სხედან და რაღაცის გამო კამათობენ.
უხერხულობა ვიგრძენი მაგრამ მე ხომ ლიამის ოფიციალური ცოლი ვარ. ამ სახლში ყოფნის სრული უფლება მაქვს.
ბავშვებისკენ წავედი.
დივანს შემოვუარე და მათ წინ დავდექი.
ორი ულამაზესი გოგონა მიყურებდა.
- შენ ვინ ხარ?_წვრილი ბავშვისთვის დამახასიათებელი ხმით მკითხა ერთ-ერთმა.
- მე ბრენდა ვარ... ნაილის მეგობარი.
- მამაჩემს იცნობ?_წამოიყვირა. გავუღიმე და თავი დავუკარი. მეორე გოგონა ხმას არ იღებდა. მათ წინ დაბალ მაგიდაზე დავჯექი.
YOU ARE READING
The End
Fanfiction"- იცი ვისი სიყვარულია ნამდვილი? - ვისი? - ვინც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ; ვისაც არ შეუძლია გხედავდეს სევდიანს და მოწყენილს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ იღიმოდე; ვინც სიყვარულის სანაცვლოდ შენგან არაფერს ითხოვს, არაფერს გაყვედრის და არც არაფერს წამ...