•6•

821 64 10
                                    

-ლიამ!_ დილით ბრენდას ხმა ჩამესმის. მუცელზე ხელს ვხვევ და ვცდილობ ძილი გავაგრძელო.

-ლიამ თვალი გაახილე ლიამ..

-ბრენდა გაჩუმდი_საწოლზე გულაღმა დავწექი. ვიგრძენი რაღაც მძიმე მუცელზე დამაწვა. თვალები როგორც კი გავახილე ბრენდა ლავიწზე დამაცხრა და კანის წოვა დაიწყო.

-თავიდანვე ასე დაგეწყო.._სუნთქვა გამიხშირდა. თავის საქმეს მორჩა და გასწორდა. ხელები ბარძაყებზე დავადე. თმები ერთ მხარეს გადმოიყარა. მისი მოძრაობის გამო მაისური წინ ჩამოუვარდა და მკერდი ოდნავ უჩანდა.

-შენს მაისურს მომაჯადოებელი სურნელი აქვს.

მაისურს ხელი მოკიდა და დაყნოსა.

-პატარავ.._საწოლზე დავჯექი ბრენდან კი ჩემს ბარძაყებზე გადაინაცვლა _ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად.

-ლიამ არ შემიძლია..დედაჩემი...

-ბრენდა გუშინ თქვი რომ დედაშენი ცუდად გეპყრობა._ოდნავ მკაცრად ვუთხარი.

-ჰო მაგრამ.. უჩემოდ ვერ გაძლებს..

-მინდა დავიცვა.. მინდა რომ გვერდით მყავდე..

-მესმის ლიამ მაგრამ დედას ჩემს გარდა არავინ ჰყავს...

-მამაშენი სად არის ამ დროს?!_გაშეშდა. არაფერი უთქვამს. სახეზე გაფითრდა. ფეხები წელზე მომხვია და მკერდზე მომეკრო.

-რა ურთიერთობა გვაქვს?

-შენ რას დაარქმევ?_მხრები აიჩეჩა.

-მშია.

-ანუ ჩვენს ურთიერთობას მშია ქვია?_ღიმილით ვკითხე მან კი საყვარლად გაიცინა._წამოდი.

საწოლიდან ჩახტა ჩემი მაისური მუხლებამდე ჰქონდა.

მისაღებში უამრავი ბუშტი ეყარა. ბრენდა გაიქცა და ბუშტებით თამაში დაიწყო.

-პატარავ მორჩი თამაშს_პატარა ბავშვს ჰგავდა. ხელში რამდენიმე ბუშტი აიღო და ჩემკენ მობრუნდა.

The EndWhere stories live. Discover now