•5•

807 71 10
                                    

გუშინდელი დღის მერე საშინელ ხასიათზე ვარ. არც სასწავლებელში ვყოფილვარ.

უკვე დაღამდა. ლუის სახლთან მანქანა გავაჩერე და სწრაფად გადმოვედი. როცა წვიმის წვეთები მომხვდა ნაბიჯს ავუჩქარე და სახლის კარი შევხსენი.

-ლუი!

-ამის დედაც რამდენჯერ გითხრა ეგრე ნუ მიყურებ!_მისაღებიდან ლუის ღრიალი გავიგონე. სწრაფად მისაღებში შევედი და იქ...

-ბრენდა?!_გაკვირვებულმა ვთქვი და ლუის გავხედე რონელსაც სახე აწითლებული ჰქონდა და საცაა ნერვები უმტყუნებდა.

-ლიააამ.. გაიყვანე სანამ ხელით შევეხე_კბილებში გამოცრა ლუიმ. მასთან მივედი და მხარზე ხელი დავკარი.

-ლუი დამშვიდდი. _აზრზე არ ვარ რა ხდება მაგრამ ბრენდას თუ დავაკვირდები ყველაფერი ცუდად დამთავრდება.

-დავმშვიდდე?_ფსიქოპატივით გაიცინა და სახლიდან გავარდა. უკან გავყევი. თავის მანქანასთან მივიდა და გასაღები ხელის კანკალით ამოიღო ჯიბიდან.

-ლუი მომისმინე!_მასთან მივედი_არ ვიცი აქ რა ჯანდაბა ხდება მაგრამ ცოტა დაწყნარდი.

-ის ჩემს სახლშია და ქალბატონმა დედაჩემმა მთხოვა დღეს მისი ძიძა ვიყო!_ხელები აიქნია.

-კარგი დაწყნარდი. თუ გინდა მას მე წავიყვან მაგრამ გთხოვ ასეთ მდგომარეობაში არსად წახვიდე._თავი დამიქნია და ჩემთან ერთად სახლში დაბრუნდა.

ბრენდასთან მივედი და ხელი მოვკიდე.

-გარეთ ჩემი მანქანა დგას. წადი და მანქანაში დამელოდე!_ხელში გასაღები ჩავუდე. ბრენდამ ზურგჩანთას ხელი დაავლო და მისაღები სწრაფად დატოვა. ლუის გვერდით დავჯექი.

-ლიამ გთხოვ ბრენდა იმ ქალთან არ დააბრუნო!_მითხრა და მხარზე ხელი დამადო.

-ვისზე ამბობ?

-როუზზე ის.. ის.. მართალია დედაჩემია მაგრამ ის ბოზია.. ბრენდას რამეს დაუშავებს.._ლუის ხმაზე დაეტყო რომ ბრენდაზე ღელავდა მაგრამ არ უნდოდა ახლოს ჰყოლოდა.

The EndWhere stories live. Discover now