სარკესთან ვდგავარ და ჩემს თავს ვათვალიერებ.
ნეტავ ლიამს თუ მოეწონება ჩემი კაბა?
ამდენ ხანს სად არის?
საწოლზე ჩამოვჯექი. კარი ძლიერად შემოხსნეს და ოთახში მაია შემოვიდა.
-დედიკომ არ გასწავლა რომ ჯერ უნდა დააკაკუნო?!
-ადექი! სწრაფად! და გაეთრიე აქედან!_ხმამაღლა დამიყვირა და მკლავში ხელი ჩამავლო. უხეშად მოვიშორე.
-ვინ ხარ რომ ჩემს ოთახში დაუკითხავად შემოდიხარ?! ვინ ხარ რომ დაგემორჩილო?!
-შენს გამო მე და ლიამი ერთად აღარ ვართ.
-შენს ბინძურ საქციელს მე ნუ მაბრალებ!_მხარზე ხელი მოვკიდე და კარისკენ ვუბიძგე._ან წახვალ ან თავზე თმის ღერს არ შეგარჩენ!
-ლამაზია არა? სიმპათიური, მდიდარი, ვიცი შენნაირ გოგოებს ლიამისნაირი ბიჭებისგან რაც სურთ...
-შენ თავში ნუ გერევი! დროზე დაახვიე ჩემი ოთახიდან.
-რა ნახა შენში ასეთი რომ მე ყურადღებას აღარ მაქცევს!
-მაია, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი...
-სექსის მერე კისერში გკოცნის ხოლმე?_მისმა ნათქვამმა სისხლი გამიყინა. გულში რაღაც ჩამწყდა როცა წარმოვიდგინე როგორ ეხება ლიამი მას_ნაიარევი თითქოს ამშვენებს არა??
-მაია! აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!_ლიამი ოთახში შემოვიდა_დროზე გაეთრიე აქედან!
მაიას სიტყვა აღარ უთქვამს ისე დატოვა ოთახი. კარი ძლიერად გაიხურა.
ჩემს თავზე მეშლება ნერვები. ლიამთან ვარ მაგრამ არც მას ვიცნობ და არც მის სხეულს.ლიამს შევხედე. ნაცრისფერი შარვალი და იმავე ფერის პიჯაკი ეცვა. პიჯაკის შიგნით კი თეთრი მაისური.
-გაიხადე!
-რა? პატარავ დღეს ქორწილია...
-ვის აინტერესებს!_წარბები მარლა ასწია_გაიხადე მეთქი!
YOU ARE READING
The End
Fanfiction"- იცი ვისი სიყვარულია ნამდვილი? - ვისი? - ვინც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ; ვისაც არ შეუძლია გხედავდეს სევდიანს და მოწყენილს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ იღიმოდე; ვინც სიყვარულის სანაცვლოდ შენგან არაფერს ითხოვს, არაფერს გაყვედრის და არც არაფერს წამ...