თქვენი აზრი მაინტერესებს და გთხოვთ არ დაიზაროთ და დაწერეთ რას ფიქრობთ
ერთი თვეა რაც ზეინი არ მინახავს მას შემდეგ რაც რესტორანში ვაკოცე და გამოვიქეცი მისგან. არც ლიამი და არც სხვა ვინმე. სახლში ვარ გამოკეტილი.
ჯეიდას ჯეკი მოჰყავს ხოლმე ჩემთან რჩება. ვამეცადინებ. ვთამაშობთ ვსეირნობთ და ერთად ვიძინებთ.
კარზე დააკაკუნეს და მაიძულეს ჩემი საწოლიდან ავმდგარიყავი.
ფრთხილად გამოვეცალე ჯეკის რომ არ გაღვიძებოდა. კიბეები ჩავიარე და კარი გავაღე.
- ზეინ?
- ჰეი... შეიძლება შემოვიდე?
- რა თქმა უნდა..._მე და ზეინი მისაღებში დავსხედით.
- დიდი ხანია არ გამოჩენილხარ.. იმ დღის შემდეგ_უხერხულად გაიღიმა.
- მაგის გამო ბოდიშს გიხდი... მე...
- არაა საჭირო... ეს შეცდომა იყო... უბრალოდ დაივიწყე.._ საყვარლად გამიღიმა. ცოტა ხნით მასზე და მის ახალ ბიზნესზე ვისაუბრეთ.
ჩემი საქციელის გამო იმდენად მცხვენოდა მისთვის ესემესებზეც არ მიპასუხია.
- ჩემი წასვლის დროა.. აღარ დაიკარგო.._გამიღიმა და გადამეხვია. კარამდე მივაცილე მერე კი ჩემს პატარასთან დავბრუნდი. გვერდით მივუწექი. და ფიქრი დავიწყე.
შევურიგდე? ვაპატიო?
არ შემიძლია...
ლიამის გარდა სხვას ვერ შევეხები
ვერ ვაკოცებ... ისე ახლოს ვერავის მოვუშვებ როგორც ლიამს.
მის გარეშე თითქოს ცარიელი ვარ.. მასთან ყოფნისას კი მინდა დაკარგული დრო ავინაზღაურო.
არა მის გარეშე ვერ გავძლებ...
ფიქრებში გართულს დილით ჯეკი მაღვიძებს და მამცნობს რომ სახლში უნდა წავიყვანო.
YOU ARE READING
The End
Fanfiction"- იცი ვისი სიყვარულია ნამდვილი? - ვისი? - ვინც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ; ვისაც არ შეუძლია გხედავდეს სევდიანს და მოწყენილს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ იღიმოდე; ვინც სიყვარულის სანაცვლოდ შენგან არაფერს ითხოვს, არაფერს გაყვედრის და არც არაფერს წამ...