გაიცანით უილიამ პეინი
დილით უილიამის ტირილი მაღვიძებს.
ლიამის მკლავებიდან სწრაფად ვთავისუფლდები და ბავშვის საწოლისკენ მივდივარ.
საათს შევხედე. დილის რვა საათია. ჩემს პატარას შია.
- ბრენდა, რა სჭირს უილიამს?_ლიამმა საწოლიდან თავი წამოწია.
- უბრალოდ შია.. შენ დაიძინე..
საწოლზე დაენარცხა. უილიამი ხელში ავიყვანე და სამზარეულოში ჩავედი თბილი წყლისთვის.
მისაღებში ჯეიდა ბოლთას სცემდა დივანზე კი მია იჯდა და მას უყურებდა.
- ასე დილაადრიან აქ რას აკეთებთ?_ვკითხე და ბოთლი მაგიდაზე დავდე შიგნით კი წყალს ვასხამდი.
- დღეს ხომ ქორწილია... არ ვიცი ისე ვღელავ... მია კი მამხნევებს..
- კარგი დაწყნარდი.. შეგიძლია ჩემი ოთახიდან უილიამის წამალი ჩამომიტანო?
თავი დამიქნია და მისაღები დატოვა.
- მეშინია..._თქვა მიამ.
- რისი პატარავ?
- ჯეიდას ახლა ვუყვარვარ მაგრამ მერე რომ შემიძულოს...
- აქ მოდი_ჩემთან მოვიდა და გვერდით დამიჯდა_ პატარავ... მაგაზე ნუ ფიქრობ... მას მომავალსი ისე არ ეყვარები როგორც ახლა ის ამაზე მეტად შეგიყვარებს და იზრუნებს შენზე...
- შენ ჩემთან იქნები?
- ჯეიდა შენთვის საუკეთესო დედიკო იქნება...
- შენ?
მისი კითხვა გულზე საშინლად მომხვდა.
როგორ ვუთხრა ამ ანგელოზს რაც უახლოეს მომავალში მოხდება...
როგორ ვუთხრა რომ მის გვერდით ყოფნა არ შემიძლია...
როგორ ვუთხრა მას სიმართლე...
მიუხედავად ამისა ვუღიმი
- მე ყოველთვის აქ ვიქნები.._გულზე ხელს ვადებ და თავზე ვკოცნი...
YOU ARE READING
The End
Fanfiction"- იცი ვისი სიყვარულია ნამდვილი? - ვისი? - ვინც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ; ვისაც არ შეუძლია გხედავდეს სევდიანს და მოწყენილს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ იღიმოდე; ვინც სიყვარულის სანაცვლოდ შენგან არაფერს ითხოვს, არაფერს გაყვედრის და არც არაფერს წამ...