ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი რომ გიტარა წამოვიღე. მთელი გზა ხელს მიშლიდა, საერთოდ ისიც მიკვირს თუ რატომ წამოვედი აქ, ამას არჯობდა სახლში ვყოფილიყავი? ეხლა გადაწყვეტილებას ვერ შევცვლი, სამწუხაროდ წამოვედი და კონცერტსაც დავესწრები,უჰ ბედმა გამწირა.
- აი მოვედით, ჩვენ ვიაიპი ბილეთები არ გვაქვს ამიტომ შონთან ფოტოს ვერ გადავიღებთ, მხოლოდ შორიდან ვუყურებთ მის სანახაობას- თქვა ებიმ და ცოტა მოიღუშა, თითქოს მასთან ფოტოს გადაღება უნდოდა.
- კიდევ კარგი რომ იმ პრანჭიკელა ბიჭს ახლოდან არ ვნახავ.- ვთქვი მე და ების პატარა ხელის დარტყმა ვიგრძენი თავში.
წამვიკივლე და ყველამ მე შემომხედა.
ჩვენ წინ დიდი და ლამაზი შენობა იდგა,განსხვავდებოდა ყველა იმ შენობებისგან ,რომელიც ოდესმე მინახავს. ნეტავ შიგნით რა სიტვაცია იქნება?უცებ გულში ინტერესმა დამკრა მაგრამ მალევე ჩავიხშე ეს ემოცია.
- მოდი შევიდეთ- თქვა მაიკმა და შენობისკენ გავემართეთ.
შიგნით რომ შევედით დიდი დერეფანი დაგვხვდა სადაც წითელი ხავერდოვანი ხალიჩა იყო გაშლილი, ხალხი ბუზივით ირეოდა, გოგოების უმეტესობა ტიროდა, ალბათ იმიტომ რომ მას შეხვდნენ ან შეიძლება იმიტომ რომ მათ საყვარელ მომღერალს ნახავდნენ, მაგრამ ჩემში ცრემლებს მხოლოდ ის ფაქტი იწვევდა სახლში ეომ არ ვიყავი და იქ ვეგდე. 30 წუთის შემდეგ ძლივს შევედით დარბაზში, დერეფანში ზოზინისას ჩემი გიტარა ძალიან ბევრს შეზიზღდა რადგან ზოგს სად გავარტყი ზოგს სად, ჩემი მოუხერხებლობის ამბავი კი თქვენც კარგად იცით. დარბაზში შესვლისას აღფრთოვანებამ შემომიტია რადგან ეს ადგილი ულამაზესი იყო, ჭერი ნახევრად მოღებული, უამრავი თავისუფალი ადგილი, საოცარი სცენა, დიდი მონიტორი და ჩემთვის განსაკუთრებული გიგანტური ვარდი რომელიც ძალიან უხდებოდა დარბაზის შუაგულს. შემოსვლისას სამაჯურები დაგვირიგეს რომელიც სიბნელეში ნათებას იწყებს. საოცრად კარგ ინტერიერს დააკვდებოდა კარგი სიმღერა მაგრამ არამგონია ესეთი რამ დღეს მოვისმინო. ცოტაარიყოს შიშმა მძლია რადგან შეიძლებოდა კლაუსტროფობიის შეტევა მქონოდა. ფიქრებს რომ გამოვერკვიე მივხვდი რომ მაიკი და ები ჩემთან ერთად არ იდგნენ, ისინი გამქვრალიყვნენ, დავიკარგე. ძალიან შემეშინდა მაგრამ არ დავიბენი, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი, რადგან სცენაზე საინტერესო გოგონა გამოვიდა სახელად ალესია კარა რომელიც მართლაც კარგად მღეროდა. ალესია კარას მშვენიერ შემოქმედებას ერთი საათის მანძილზე ვისმენდი. საკმაოდ კარგად ჟღერდა მისი ხმა დიდ დარბაზში.თითქმის 1 საათის შემდეგ მონიტორზე რაღაც შევნიშნე,შორიდან კარგად არ ჩანდა მაგრამ მემგონი იქ გოგონას სილუეტი თავს გვიკრავდა და წავიდა.უეცრად წამოხტნენ ჩემი პეპლები, ოღონდ ეს პეპლები სიხარულს კიარა კრიტიკას და სიძულვის ემსახურებოდა. მონიტორზე ბიჭი გამოჩნდა, ჩემი ყურადღება მისმა სიმაღლემ და გაჩეჩილმა თმამ მიიპყრო მაგრამ ამდროს ვიღაცამ ხელი მკრა და შემთხვევით ძალიან წინ გავსრიალდი. თითქმის სცენასთან ვიყავი რაც არ მომწონდა, ბიჭის სახეს კარგად ვხედავდი,ძალიან სიმპატიური იყო ძალიან. სიმღერებიც საოცარი ქონდა, თითოეულ სიმღერას იდეალური გაფორმება და ჟღერადობა ამშვენებდა.ბიჭის ხმის მოსმენაში უცებ მივხვდი რომ ფეხები ამიკანკალდა და სუნთქვა შემეკვრა, გარშემო უამრავი ადამიანი იყო,აი კლაუსტროფობიის ძვირფასმაბ შეტევამ კი დრო იხელთა და ხელი დამიქნია. ვეღარ ვსუნთქავდი, კიდურებს ვეღარ ვგძნობდი, თითქოს სულს მგლეჯდნენ და სადაცაა გონებას დავკარგავდი, თავბრუ მეხვეოდა და ვერ ვმოძრაობდი, უეცრად ვიგრძენი რომ მიქცეოდი, რომ ვკვდებოდი.
რომ გამეღვიძა გარეთ ვიყავი. ოთახში სადაც წარწერა "ექიმი" ეწერა. წამოდგომა მინდოდა მაგრამ ვიღაც ქალმა დამიძახა და მითხრა რომ არ ავმდგარიყავი. ქალი მომიახლოვდა, წამომაყენა, წამალი დამალევინა და თქვა:
- ჯანმრთელად ხარ, შეგიძლია წახვიდე, პირდაპირ და შემდეგ მარცხნივ იარე შემდეგ გარეთ გახვალ, და სახლში დაბრუნდები.
- კარგით, მადლობთ- ვთქვი მე და გარეთ გამოვედი.
დერეფანში გასვლისას უამრავი კითხვა გამიჩნდა, მაგალითად თუ ვინ მომიყვანა აქ?როგორ შემნიშნა ან საერთოდ როგორ გადავრჩი? ფიქრებში გართული ჩასახვევს ავცდი და გზა პირდაპირ გავარძელე გავაგრძელე გზა ისე რომ ვერც ვერაფერს მივხვდი. დედეფნის ბოლოში თეთრი კარი დავინახე რომელზეც "არ შეაწუხოთ" აბრა იყო გამოკრული,წარმოდგენა არ მაქვს რომელი საათია,ტელეფონი დამიჯდა, გიტარას ძლივს დავათრევ ჩანთაშიც კი არ მიდევს, გადარჩენა მჭირდება ამიტომ კარების სახელურს ხელი ჩამოვკარი და დიდ ოთახში შევედი. ოთახი სავსე იყო ინსტრუმენტებით, ალბათ მილიარდი აკუსტიკური გიტარა იქნებოდა ჩემი გიტარა რომელმაც თითქმის მხარი ჩამომანგრია მათთან შედარებით სრული ნაგავია, სადაცაა პიანინოს მივუახლოვდებოდი რომ რაღაც ბგერები გავიგონე, სიმღერის, ვიღაც ძალიან ტკბილად მღეროდა. ყურს ეამა ეს საოცარი ხმა მაგრამ ჟანრი არ მომეწონა. ნელნელა უფრო წინ მივდიოდი, გასასვლელი მჭირდებოდა ამიტომ მიმართულება შევიცვალე და ამ დახლართულ ოთახში ვიღაცის სილუეტი შევნიშნე. თავიდან შემეშინდა მაგრამ უფრო ახლოს რომ მივედი გამოსახულება გავარჩიე და მივხვდი თუ ვინ იყო იგი.
ჯ ა ნ დ ა ბ ა
ეს ბიჭი შონი გახლდათ.აბა როგორია?იმედი მაქვს მოგეწონებათ💕მიყვარხართ💕
YOU ARE READING
ოქროს გიტარა (შონ მენდესის Fanfiction)
Fanfictionშონ მენდესის Fanfiction. 17 წლის ემა სთოუნი განსხვავებული გოგოა.მას უყვარს 90 იანების მუსიკა, აქვს განსხვავებული სტილი, გოგონას არ ჰყავს მეგობრები რაც მისი მუდმივი მოგზაურობის ბრალია. გოგონა ერთ დღესაც კანადელ პოპვარსკვლავ შონ მენდეს შეხვდება, ემამ...