შონ მენდესის Fanfiction.
17 წლის ემა სთოუნი განსხვავებული გოგოა.მას უყვარს 90 იანების მუსიკა, აქვს განსხვავებული სტილი, გოგონას არ ჰყავს მეგობრები რაც მისი მუდმივი მოგზაურობის ბრალია. გოგონა ერთ დღესაც კანადელ პოპვარსკვლავ შონ მენდეს შეხვდება, ემამ...
მეორე დილა მალევე გათენდა,კოშმარები აღარ მაწუხებდა და ჩემი დეპრესიაც სადღაც უკვალოდ გამქრალიყო. სკოლაში მეჩქარებოდა მაგრამ ძალიან მეზარებოდა,საბედნიეროდ დედამ წაყვანა შემომთავაზა და რათქმაუნდა დავთანხმდი, თავის მოწესრიგება დავიწყე,მაგრამ როცა საქმე ტანსაცმლის არჩევაზე მიდგა ცოტათი დავიბენი.გადავწყვიტე ცოტა განსხვავებულად ჩამეცვა. ჩავიცვი:
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
(ეს გოგო ემაა)
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
საკუთარ თავს სარკეში რომ ჩავხედე მივხვდი რომ საკუთარ თავს საშინლად აცდენილი ვიყავი,და რომ რაღაც მაკლდა,რათქმაუნდა ეს რაღაც ჩემი გიტარა გახლდათ რომლის ტარებაც დედაჩემმა ამიკრძალა,ისე ეს გიტარა კიდევ უფრო მნიშნველოვანი გახდა ჩემთვის რადგან მე და შონი მან დაგვაკავშირა.
სკოლაში მალე მივედით დედამ წარმატებები მისურვა და წავიდა.სკოლაში რომ შევედი მაიკლის და ების არყოფნა ისევ ვიგრძენი მაგრამ ვერ მივხვდი სად იყვნენ გამქრალნი,ამდროს გამახსენდა პირველი გაკვეთილი ჰარისთან და ცოტა არიყოს ნერვები მომეშალა.მალე ზარიც დაირეკა და კლასში რომ შევედი ჩემს გვერდით წამოსკუპებული ჰარი დავინახე. ის ძალიან მაღიზიანებდა, უკვე აღარ შემეძლო მისი ატანა.ინგლისურის გაკვეთილი ძალიან ნელა დაიწყო მაგრამ 10 წუთის შემდეგ კარებზე კაკუნი გაისმა და კარები დირექტორმა შემოაღო. მას ერთი ბიჭი შემოყვა მაღალი,ხუჭუჭა და სიმპატიური, ღ მ ე რ თ ო,ეს ბიჭი შონი აღმოჩნდა,სახეზე ქარბორბალამ გადამკრა,უცებ გული ამიჩქარდა და ისეთი რამ ვიგრძენი რაც აქამდე არ მიგრძვნია,არვიცი ეს რა იყო მაგრამ შევეცდები სახელი მოვუფიქრო ამ გრძნობას. შონმა შემომხედა და მასაც ჩემნაირი გაკვირვება დაეტყო სახეზე,თითქოს გაუხარდა,ამდროს გოგონებმა კივილი დაიწყეს და ატირებულები შონთან ჩასახუტებლად მირბოდნენ სანამ დირექტორმა ყველას თავის ადგილზე დაბრუნება არ უბრძანა და ცრემლები არ მოაწმენდინა,ამდროს ჩემს გულში ცოტა ეჭვიანობა გამოჩნდა.ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა შონი 18 წლის იყო, რა დროს მისი სკოლაა. ალბათ ვკითხავ ამასთან დაკავშირებით.ჩემდა გასაკვირად დირექტორი მალევე გავიდა და შონი კლასში ჩვენთან ერთად დატოვა. მასწავლებელმა შონს მის შესახებ ჰკითხა,შონმა ლაპარაკი დაიწყო: "მე შონი ვარ 18 წლის,ალბათ ფიქრობთ აქ რა უნდაო მაგრამ სამწუხაროდ მიზეზების გამო სკოლაში 1 წელი ჩამივარდა ამიტომ გადავწყვიტე სკოლაში სიარული ისევ დამეწყო,რაღატომღაც ეს სკოლა ავირჩიე"-ამდროს მე შემომხედა-"იმედი მაქვს კარგად მიმიღებთ"-თქვა მან და ჩემს მარცხენა მხარეს თავისუფალ ადგილზე მოკალათდა. რა დღე დამიდგა,მარცნივ შონი მარჯვნივ ჰარი. ჩემს წინააღმდეგ პირი შეკრეს თუ რახდება უნდათ რომ ჩამხოცონ? შონი გარშემო ყველა გოგოს თვალს უკრავდა და ისინიც ლოყებაწითლებულები შესცქეროდნენ მას. მობეზრებულმა შონს თვალი მოვაშორე და შემდეგ ჰარის გავხედე რომელიც მე მიყურებდა,აშკარად არ იყო კარგი ხედი ამიტომ ისევ მასწავლებლისთვის მოსმენა და ყურება ვარჩიე. მალე ჩემს მერხზე წერილი შევნიშნე,გავშალე და წავიკითხე: "ამ გაკვეთილის შემდეგ, მემგონი სპორტის გაკვეთილი მაქვს,წამოდი და მიგულშემატკივრე...-შონი" ის უკვე გუნდშია?მე არ ვაპირებ მისთვის გულშემატკივრობას და მითუმეტეს ჩირლიდერობას, ან იქნებ ვაპირებ, ჯანდაბა ები გადაირევა,მაგრამ იქნებ მაგარია ცეკვა?და თუ არ ამიყვანენ?დირექტორს ვთხოვ გაკვეთილები ჩამინაცვლოს,ჯანდაბა რატომ ვფიქრობ ამ იდიოტობაზე იქნებ ჩირლიდერობა არ უგულისხმია და უბრალოდ გულშემატკივრობა შემომთავაზა მაგრამ როგორც ჩვეულებრივი მოსწავლე იქ არავინ შემიშვებს,მაგრამ მე ხომ ამერიკული ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე წასვლას არ ვაპირებ?,მოიცა,თუ ვაპირებ?