1.

3K 209 92
                                    


(A/N მოგესალმებით ძვირფასებო.
მოკლედ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ჩემი პრიორიტეტები ასე გადანაწილდა. Homonoos დროებით ავიღე, სანაცვლოდ კი გთავაზობთ Swindler.
ფიქციის მოკლე შინაარსი, აღწერაშია. აქ მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ ცოტა ძაან გარყვნილი ფიქცია იქნება. მოდით უბრალოდ გავერთოთ.  თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს, ამის მიხედვით აიტვირთება თავები 😉. წარმატებები მე, თქვენთან ერთად. 💜💜 .ს დღეს მეორე თავსაც ავტვირთავ
🗣️  ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო)

‼️boyXboy
‼️🔞

თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜)

რუხი პიჯაკი, ასეთივე ფერის კოჭზე მოჭერილი შარვალი. სპორტული ფეხსაცმელი ნაცრისფერს, რომ უფრო იტყოდით, ვიდრე თეთრს.
წითელი ჯიბეებით გაწყობილი, თვალში ადვილად საცემი, მუქი ლურჯი საწვიმარი.
სასტუმროში შესულ შავთმიან მამაკაცს ახალგაზრდა ქალბატონი შეეგება. საწვიმარი სასწრაფოდ მოაშორა მის ფართე მხრებს და დიდი დარბაზისკენ გაუძღვა უსიტყვოდ.

"მეგონა წვეულებისთვის უფრო შესაფერის ფეხსაცმელს იპოვნიდით ბატონო ლი."

დამცინავი ღიმილი სახეზე.
მედიდურობა ხმაში.
ცოტაღა აკლდა ახლადმოსულს პირდაპირ სახეში არ აეფარებინა შამპანურით სავსე ლანგარი, ახლად ჩავლილ თეთრებში გამოწყობილ ოფიციანტს ხელში, რომ ეჭირა.

ამის ნაცვლად ერთი ბოკალი აიღო მოხერხებულად ლანგრიდან, დამცინავი რეპლიკის პატრონისკენ გაიხედა, წამების წინ მისი მოკვლის სხვადასხვა გზა, რომ ჰქონდა თავში გადახარშული და უბრალოდ გაუღიმა.

"ოჰ ჩემო კეთილო, ბატონო გაო, ეს 'ზეგნაა' ახალი კოლექცია. იცით ჩვენს დროში ძალიან ცოტა თუ მოიძებნება, ვინც წვეულებისთვის, სპეციალურად შერჩეულ, შავ წვეტიან ფეხსაცმელს იცვამს და მოდი ასე ვთქვათ, ამ ცოტაში მე ნამდვილად არ შევდივარ. რასაც თქვენზე ვერ ვიტყვი."

Swindler   Where stories live. Discover now