(A/N ფიკში ხშირად შეხვდებით ჩემს ჩართვებს, არ გაგიკვირდეთ, ახალ სტილს ვამუღამებ 😂)
პატარა საძინებელში, სადაც ღამის განათება კი არა, დღის მანძილზე, მზის შუქიც არ აღწევდა ალბათ ნორმალურად, გახშირებული სუნთქვა ისმოდა.
მამაკაცს ოდნავ წელში მოხრილს, ხელები მაგიდაზე დაეწყო და წინ აღმართულ, ოთახისთვის შესაფერისი პატარა ფანჯრის გავლით, მეზობელი კორპუსის კედელს უყურებდა.
საერთოდ რა ჯანდაბად ჰქონდა ფანჯარა ამ ოთახს, როცა ერთ მეტრზე ალბათ ოდნავ მეტში, მეზობლად აშენებული კორპუსის ყრუ კედელი იყო.მამაკაცმა თვალები მოხუჭა, თავი უკან გადააგდო და ყრუდ დაიკვნესა.
საერთოდ რატო გაჰყურებდა უინტერესო კედელს იმ წამს, როცა სადაც იყო გაათავებდა სიამოვნებისგან, რომელსაც მის უკან მყოფი სხეული ანიჭებდა.საერთოდ როგორ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში??
საინტერესო კითხვაა უდავოდ.
უკან გადახვევის ღილაკი თუ შეიძლება.
ღილაკს ხელს ვაჭერთ.
აქ არა~
კიდევ ერთხელ ვახვევთ.
არც აქ~
მოიცა ეს ზედმეტი მოგვივიდა, ცოტა წინ.
აი ისიც.
"ფშშ... შენ ხომ ხარ 'ლი'..."
სლოკინით უპასუხა თეჰიონმა.
ჯანგუკი ერთხანს სრულ შოკში მყოფი უყურებდა მის წინ მდგომ მამაკაცს, წონასწორობის დაცვას, რომ ცდილობდა გამწარებით.
სიმხურვალემ დაუარა სხეულში.
ბრაზი?
ნუ არ გამოვრიცხავ, რომ ეგეც იყო მიზეზი, მაგრამ უფრო მხურვალედ, ვიდრე ბრაზს შეუძლია.
"შე ნაბიჭვარო..."
ხელი ჰკრა თეჰიონს და რომ არა კედლის მყარი ზედაპირი, ბარდიულზევე ვიხილავდით, ვიტონის კოსწიუმში გამოწყობილ მამაკაცს.
YOU ARE READING
Swindler
Fanfiction19/02/2020-28/08/2020 ჯეონ ჯანგუკი ყველაზე იღბლიანი თაღლითია. უამრავი წარმატებული საქმე და არც ერთი 'ჩეპე'. თამაშის ბოლოს მოგება მისია, რადგან ყოველთვის თავისი წესებით აწყობს თამაშის სვლებს, ბოლოს გაკვირვებული და ბედნიერი სახის მიღებაც არ ავიწყდება...