18.

1K 143 35
                                    


რა განსხვავება იყო ჰონ კონგიდან, სეულისკენ მიმავალ ახლანდელ გზას და თვეების წინ განვლილ, იმავე გზას შორის?

შეგეკითხებოდით იპოვეთ ერთი განსხვავება-თქო, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით რა ხდება ჩემს წარმოსახვით სამყაროში, ასე რომ ისევ მე დავკონკრეტდები.

თვეების წინ განვლილი გზა_ ნაცრისფერი ღრუბლები, თვითმფრინავის არც ისე წყნარი საზოგადოება, შავთმიანის არეული ფიქრები და უიმედობით დაიმედებული თვითშთაგონება_ წარსულია კიმ თეჰიონი.

ახლანდელი გზა_ ნაცრისფერი ღრუბლები, არ მითხრათ ახლა თეთრს ველოდითო.
თვითმფრინავის არც ისე წყნარი საზოგადოება. აქაც იმედი უნდა გაგიცრუვოთ, ეკონომ კლასია ბოლო-ბოლო. გახსოვთ პრინციპი ხომ? ნაკლები ყურადღების მიქცევა. ბიზნეს და ვიაიპ კლასი ჯეონის არ არის.
შავთმიანი ბიჭის სრულად დალაგებული ფიქრები და იმედით გაჯერებული მომავალი.
დიახ, მომავალია კიმ თეჰიონი.

აეროპორტის სარეგისტრაციო ზოლი.
პირწმინდად შემოწმება.
სკანერში გატარებული ჩემოდნები და საგულდაგულოდ დამალული, ვერცხლნარევ ქაღალდში შეხვეული ვეის დინასტიის დროინდელი საყურეები.
მოკლედ მთელი მოსაწყენი ფორმალობა და მოსაცდელ ზონაში მშვიდად მჯდომი შავთმიანი ბიჭი.

დაგეგმილი მომავალი, ნათელ ფერებში უვლებდა გონებაში.
უკან დაბრუნება და ისევ მის მკლავებში ყოფნა, აი რა იყო მომავლის გეგმებში.

მაინც უსაქმოდ ხარ ჯეონ, სანამ იუნგი მანქანას მოიყვანს, ცოტა ხომ არ წაგვეჭორავა.

აააგჰჰ...

დენნაკრავივით შეხტა შავთმიანი ადგილიდან და მომავლზე ოცნებები სულ ჰაერში გაეფანტა.

რა გინდა?

რას ფიქრობ კიმზე?

მგონია, რომ მშვენივრად იცი.

გამომიჭირე, მაგრამ იცი რა ხდება? შენი თვალთახედვის დაწერა მინდა და მირჩევნია შენი პირით ილაპარაკო.

Swindler   Where stories live. Discover now