15.

1K 148 40
                                    


დაცვის კოდები-მომპოვებელი მინ იუნგი, აღმსრულებელი ჯეონ ჯანგუკი.

კამერებზე კონტროლი-მინ იუნგი.

დაზვერვა-ჯანგ ჰოსოკი, ჯეონ ჯანგუკი.

საჭე-კიმ ნამჯუნი.

აღმასრულებელი პროდიუსერი-მარიამი.

ოპერაცია "მოსამართლის ცოლი" მოქმედებაშია.

საავარიო გასასვლელები სულ ალილუიასავით ჰქონდა დაზუთხული ჯეონს.
თვალწინ ისე გადაურბენდა, როგორც ტერმინატორს ჩაპროგრამებული ინფორმაცია.

თამამად დააბიჯებდა სტუმრებს შორის, ასევე მოწვეული სტუმრის სტატუსით და ახალი სახელი, ძალზედ მოსწონდა.

კიმ ბიონი_სამხრეთ კორეელი სეო.

კულისებში არც ისე კარგად იყო საქმე, ეს ყველამ ვიცით, თუმცა სცენაზე ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით მიდიოდა და არაფერი აღელვებდა.
თუ გეგმა წყალივით მიედინება, არაფერია სანერვიულო.
ნუ მანამ სანამ დინება კალაპოტს არ შეიცვლის.

თეჰიონის სცენაზე გამოჩენა კი სწორედ კალაპოტის ცვლილებას მოასწავებდა.

გახევებული იდგა ერთხანს. კიდევ ერთხელ იაზრებდა ჰოსოკის მიწოდებულ ინფორმაციას და აღარც კმაყოფილი ღიმილი ამშვენებდა მის სახეს.
მეტიც, არც თავისი ახალი სახელი ეჩვენებოდა მომხიბლავად.

თეჰიონი კადრიდან უნდა გაექრო, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავის ჰუიანთან ერთად.

ალბათ დაგაინტერესებთ ამას, როგორ გააკეთებდა.
სასაცილოა, მაგრამ არც თავად ჰქონდა პასუხი.

მთავარი საქმე გამოფენის დასრულების შემდეგ უნდა შეესრულებინა, თუმცა კიმის არსებობა, მთელს სურათს უწესრიგოს ხდიდა და ეს არავის აწყობდა.

ზედმეტი კომუნიკაცია და უკუკავშირი არ სჭირდებოდა.

შეუმჩნეველი დარჩენა  კიმთან?
ჰაჰ სად დაფრინავ ჰეი...

Swindler   حيث تعيش القصص. اكتشف الآن