მოდით, სანამ იმ მომენტზე მივალთ, სადაც ისტორია გაწყდა, მანამდე თვალი გადავავლოთ, ბატონ ჩოიდ წოდებულ, კიმ თეჰიონის ცხოვრებას.
ასე, ასე...
"კინო კამპანია ვორნერ ბრაზერს პრიცტავლაეტ.
ჟიზნ, კიმ ტხეხიონა.
გლავნი ვრალიახ:
კიმ ტხეხიონ
პაკ დჟიმინ
ი
კიმ სოკ დჟინ"სულ მინდოდა ეს დამეწერა.
მოკლედ, კიმ თეჰიონი და დანარჩენი ჩამოთვლილი ორი, ბავშვობის მეგობრები იყვნენ.
ყველა თაღლითს, როდი აქვს ჯანგუკის მსგავსი ისტორია.
მოდით, ისიც ვთქვათ აქვე, რომ ჯანგუკი არასდროს გახდებოდა თაღლითი, რომ არა მისი ცხოვრების გზა.
უბრალოდ მოხდა ისე, რომ ძნელბედობის ჟამს, მისმა ტვინმა ისეთი ფუნქციები აამუშავა, რომლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა ჯეონმა და რომ არა მისი წარსული ცხოვრების საჭიროებები, შესაძლოა ვერც ვერასდროს გაეგო, მათ შესახებ.
განსხვავებით თეჰიონისგან.კიმ თეჰიონი არაჩვეულებრივ, წარმოსადეგ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა.
მთელი ცხოვრება თავს ევლებოდნენ. აღმზრდელი ერთის ნაცვლად ორი ჰყავდა, წარმოგიდგენიათ?
ბატონო კიმის გარდა, არაფერი ამოსდიოდა მათ პირიდან.ფშშ მომაბეზრებლები.
პაკ ჯიმინზე და კიმ სოკ ჯინზეც იგივე შემიძლია ვთქვა, ორი აღმზრდელის გამოკლებით.
ისინი ბედმა დაჩაგრა და მხოლოდ ერთი არგუნა. ჰაჰა...საუკეთესო სკოლაში სწავლობდნენ, საუკეთესო მასწავლებლებით და საუკეთესო ბავშვებით, რომ იწონებდნენ თავს ისეთ სკოლაში.
ბოლო პუნქტში კი საუკეთესო, მხოლოდ ბავშვების მშობლების ფული იყო, რაღა თქმა უნდა.
ბავშვები კი ისეთივე ნაძირლები იყვნენ, როგორი მშობლებიც ჰყავდათ.
სამეულიც არ იყო გამონაკლისი, ნუ მშობლებს ვგულისხმობ.
მაგრამ ბედის ირონიით, შვილები გამოუვიდათ ისეთი, მტერსაც რომ არ უსურვებდნენ.სკოლაში, სადაც ეს ჩვენი სამეული სწავლობდა ყველაფერი ნაკლი იყო. ნება მიბოძეთ აგიხსნათ.
YOU ARE READING
Swindler
Fanfiction19/02/2020-28/08/2020 ჯეონ ჯანგუკი ყველაზე იღბლიანი თაღლითია. უამრავი წარმატებული საქმე და არც ერთი 'ჩეპე'. თამაშის ბოლოს მოგება მისია, რადგან ყოველთვის თავისი წესებით აწყობს თამაშის სვლებს, ბოლოს გაკვირვებული და ბედნიერი სახის მიღებაც არ ავიწყდება...