"რას გულისხმობ, ის ხომ შენი შეყვარებულია."გაკვირვებით ახედა შავთმიანმა.
თეჰიონი ერთხანს დუმდა, თითქოს ცდილობდა აზრები სწორად დაელაგებინა და ზედმეტი გამწვავების გარეშე ეამბნა ამბავი.
თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს გავხსნი და ფარული კონვერტის კითხვას გავცემ პასუხს, უფრო კონკრეტულად რა შეემთხვა თეჰიონს?
მიხვდებით, რომ ამ ამბავში მეტი რა უნდა გაემწვავებინა.
მაგრამ ისიც არის, როცა ადამიანი გამომწყვდეულია, დრამის უფრო მეტ დრამატიზებას ახდენს.მოდით თეჰიონს ყველაფერი ისე მოვაყოლოთ, როგორც იყო.
რამდენიმე თვის წინ, როცა ჩენ გაო ავია კატასტროფას შეეწირა, ვიცით რომ თავგზააბნეულ და თავით ჯანგუკზე ფიქრებში გადაშვებულ თეჰიონს გზა უფრო ფართოდ გაეხსნა, ჰუიანთან ურთიერთობის ასაწყობად და გეგმის სისრულეში მოსაყვანად.
ამას ბიჭების გამუდმებული ჩიჩინიც ემატებოდა და შანსის არ გამოყენება მეტი იქნებოდა, ვიდრე ცოდვა.
ცოტა ბოროტულად ჟღერს, როცა ადამიანის გარდაცვალებას შანს ვუწოდებ, მაგრამ აბა რა ჯანდაბა ვიწოდო, უიმედო ადამიანის იმედის მიმცემ სიტუაციას?
ადამიანის, რომელმაც ლამის ხელი ჩაიქნია ყველაფერზე და საქმის კეთებას შეეშვა.
ნუ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, რაც არ უნდა არაადამიანურად ჟღერდეს, გზა გაეხსნა კიმს და ჰოპლა, მალევე აღმოჩნდა ჰუიანის საწოლში.გათამამებული კიმი ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მოესურვებოდა.
თავის ჭკუაზე დაატარებდა ჰუიანს და არც კი ელოდა ფეხის გადაბრუნებას.მოდით აქვე ჩავაკვეხოთ, რომ ეს არ არის სწორი ქმედება.
როცა ამდენად სერიოზულ საქმეს ჩაეჭიდები, წელში გამართვა მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როცა ბოლო აქტს შეასრულებ.
კიმს კი იმდენად ეიოლებოდა ეს ამბავი უკვე, რომ მოეშვა, მოდუნდა, ფეხებზე დაიკიდა სიფრთხილის ნორმები და ისევ ჰოპლა, ისე აღმოჩნდა წუმპეში, როგორც წამით ადრე ჯაკუზში ბანაობდა.
YOU ARE READING
Swindler
Fanfiction19/02/2020-28/08/2020 ჯეონ ჯანგუკი ყველაზე იღბლიანი თაღლითია. უამრავი წარმატებული საქმე და არც ერთი 'ჩეპე'. თამაშის ბოლოს მოგება მისია, რადგან ყოველთვის თავისი წესებით აწყობს თამაშის სვლებს, ბოლოს გაკვირვებული და ბედნიერი სახის მიღებაც არ ავიწყდება...