ასე, ასე...
ცოტა ხნით ჯიმინის და ჯინის გასეირნებას გადავავლოთ თვალი.ორი ზრდასრული მამაკაცი, გამოთაყვანებული საახეებით მიაბიჯებდა პარკინგის ზონაში, ფეშენებელური შენობის წინ.
მაგრამ მათი სახეები არაფრით გაგაკვირვებდათ, მით უფრო მაშინ თუ, მათი ჩაცმულობისგან გამოწვეულ ჩამოვარდნილ ყბას გაუმკლავდებოდით.წარმოიდგინეთ სცენა, სადაც მდიდრულ კვარტალში, ბრენდული სამოსით შემოსილ ხალხს, რომ არის თვალი მიჩვეული, უცებ იჩითება ორი იდიოტი, ერთს სპორტული სამოსი აცვია დიდი ალბათობით ფილას მარკის. ხო, ნუ აქ არაფერია გასაკვირი და აღმაშფოთებელი, თუ რა თქმა უნდა თვალს არ ჩავაყოლებდით
მის ჩაცმულობას ქვევითა მიმართულებით, საიდანაც თვალშისაცემად იმზირებოდა პატარა "ძაღლუკები". ნუ პირდაპირი მნიშვნელობით, არ ვგულისხმობ, "ჩუსტები" მაქვს მხედველობაში.
მეორეს კი ნაყინის კონტეინერი მოჰქონდა მთელი სიამაყით, როგორც ტამპლიერს მახვილი და ტანთ ემოსა~
არა ჯვაროსნების მოსასხამი არა, საიდან მოიტანეთ საერთოდ?
დამაცადეთ გითხრათ....და ტანთ ემოსა, ფუმფულა ვარდისფერი საღამურები და ფეხზე ცხვრის სახიანი, ოთახის "ჩუსტები".
შეხედავდით თუ არა, თვალწინ დაგიდგებოდათ ჯიმ ქერი და ჯეფ დენიელსი ფილმიდან "ბრიყვი და უფრო ბრიყვი".
მოკლედ მოაბიჯებდნენ უსიტყვოდ, მანამ სანამ უახლოეს ბარდიულს არ გაუსწორდებოდნენ თავისუფალ პარკინგის ზოლში და ქვის შემაღლებაზე ჩამოსხდებოდნენ.
წინ სივრცეს უსწორებდნენ მზერას, ვარდისფერ საღამურიანმა, კოვზით მოჭრა ნაყინი და მთელი მასა პირში მოითავსა.
ალბათ გამოგიცდიათ დიდი ნაყინის ნაჭრის ერთიანად პირში მოთავსებისგან, რაც ემართებათ ხოლმე. ამიტომ აღარ ავხსნი, უფრო იმიტომ არ ავხსნი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ავხსნა.
მოკლედ სწორედ ეგ დაემართა.
ახლა მეორე სავარაუდო ფილას სპორტულებში შემოსილის ჯერი იყო. კოვზი გამოართვა და იგივე მოცულობის ნაყინი შესანსლა.
იგივე ბედი ეწია ამ უკანასკნელსაც.
ESTÁS LEYENDO
Swindler
Fanfic19/02/2020-28/08/2020 ჯეონ ჯანგუკი ყველაზე იღბლიანი თაღლითია. უამრავი წარმატებული საქმე და არც ერთი 'ჩეპე'. თამაშის ბოლოს მოგება მისია, რადგან ყოველთვის თავისი წესებით აწყობს თამაშის სვლებს, ბოლოს გაკვირვებული და ბედნიერი სახის მიღებაც არ ავიწყდება...