ყველაფერი უეცარი, შუაღამის ზარით დაიწყო, მაგრამ როგორ გადაიზარდა ისტერიკაში, არც თავად ჰქონდა პასუხი, რომც გეკითხათ."გაფრთხილებ კიმ, თუ შენი ხელი ურევია, ჩემი ხელით მოგკლავ."
მშვიდი და გაწონასწორებული იყო ხმა.
თითქოს მუქარის შეტყობინებას კი არ გზავნიდა მისი სიტყვები, ძილისპირულის ზღაპარს უყვებოდა ყავისფერთმიანს.ხმას ვერ იღებდა, ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, რას ნიშნავდა, ან ზარი, ან რა იყო მისი ბრალი.
სააბაზანოში იჯდა, უნიტაზის კიდეზე ჩამომჯდარი და ბუნდოვნად აღიქვამდა, აბაზანის პასტელურ ფერებს.
გული გამალებით უცემდა, მიზეზი კი...
მოდით ბევრი_ არ იცოდა, რომ არ გამომივიდეს, პირდაპირ იმას დავწერ, რომ გარტყმაში ვერ მოდიოდა, რა ხდებოდა ამ შუაღამისას მის თავს.
ხმამ ისევე მოულოდნელად გაწყვიტა ზარი, როგორი მოულოდნელიც იყო საერთოდ ეს მოვლენა და თეჰიონი თავს ისე გრძნობდა, როგორც ვერტიკალური წრეებით მოხატულ, ოვალურ ოთახში გამოკეტილი. ისარი ამ წრეში თავად იყო. სწრაფად ტრიალებდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად ტრიალებდა.გონს მოსულმა, ზარის ავტორთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ნომერი არ არსებობდა.დიახ, მინ იუნგის შეეძლო თვითონ დაგკავშირებოდათ, მაგრამ თუ თავად არ სურდა, თქვენ ვერასდროს დაუკავშირდებოდით.
ნელ-ნელა დაბნეულობა, სრულ აურზაურად იქცა მის გონებაში. ცოტა დროის გასვლის შემდეგ კი, პანიკა დაეწყო.
სახელი, რომელიც ფიქრებში ამოუტივტივდა და მისი შესაძლო კავშირი ზართან.ჯანგუკი
"დალახვროს..."
არც უცდია ჩუმი ყოფილიყო, მისი სალაპარაკო ღრუდან ამოსული ბგერები.
შუაღამის ზარი ჯიმინს აღარ აკვირვებდა, მაგრამ ბოლო დროს თითქოს ყველაფერი დალაგდა. ერთადერთი მიზეზი რის გამოც, გვიან ღამით აღვიძებდა თავისი ძვირფასი მეგობარი, აღარ არსებობდა. ჯეონ ჯანგუკი, კიმ თეჰიონის იყო, ამიტომ ზარების საჭიროება გაქრა.
სამწუხაროდ, სიმშვიდე, ქარიშხალზე ნაკლებ დროს საჭიროებს.
ESTÁS LEYENDO
Swindler
Fanfic19/02/2020-28/08/2020 ჯეონ ჯანგუკი ყველაზე იღბლიანი თაღლითია. უამრავი წარმატებული საქმე და არც ერთი 'ჩეპე'. თამაშის ბოლოს მოგება მისია, რადგან ყოველთვის თავისი წესებით აწყობს თამაშის სვლებს, ბოლოს გაკვირვებული და ბედნიერი სახის მიღებაც არ ავიწყდება...