"ძვირფასი ქვის მიღებას, კიდევ დიდხანს დააგვიანდება?"
"ზუსტად იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა ყალბი ქვის იდენტობის მისაღებად."
აუღელვებლად უპასუხა ჰოსოკმა, დივანზე გართხმულ ნამჯუნს, რომელიც ხელით უკვე დამზადებულ ოქროს ნაკეთობას ათამაშებდა.
"შენი აზრით რა გკითხე იდიოტო? და რამდენი ხანი სჭირდება კიდევ?"
"კიდევ ორი დღე, არც მეტი, არც ნაკლები."
ისევ აუღელვებელი ტონით უპასუხა ჰოსოკმა და თავი რაღაც ბუკლეტში ჩარგო.
"მე ერთ კვირაში დავამზადე ზუსტად ვეის იმპერიის ხანის საყურეები. მარტო ორი დღე თუთიის და მაგნიუმის არევას მოვანდომე, ზუსტად რომ მიმეღო მეტალი. შენ კი ლურჯი კრისტალი ვერ გააყალბე ამ დროში ჰოსოკ. მოდი განახო, როგორ გამოვკვეთე ადამიანის სახიანი დრაკონები, ნახე როგორ იმზირებიან. უწუ-უწუ...
ცუი ჩჟენის ცოლს ნამდვილად შეშურდებოდა. აბა რა ეგონათ, ძია ნამჯუნი ვერ შექმნიდა ისეთივე ხელოვნების ნიმუშს, როგორიც მათ შექმნეს?"აგრძელებდა თავის ქებას ნამჯუნი და თვალებთან იტარებდა ორ მეტალის საყურეს. მართლაც ვერ დაუდებდით წუნს. ხელოვნების ნიმუში თუ არა, ნიმუშის ხელოვნება მაინც იყო უდაოდ.
"გავიგეთ, რომ ძლიერი ხარ. ახლა დამაცადე დეტალებს ვარკვევ გამოფენის შესახებ და ქვამ, რომ ფერი იცვალოს ჩემზე არ არის დამოკიდებული. დედა ნატირებ ხსნარს, რამდენი ხანიც სჭირდება, ზუსტად იმდენი ხანი უნდა გავაჩერო."
თვალები აატრიალა ჰოსოკმა. მობეზრდა. უკვე ერთი კვირა იყო, ნამჯუნის ქება-დიდებას ისმენდა თავის თავზე. ვითომ უკვე მზა ძვირფასი ქვა, უნდა მოესაქმებია. არავინ უფასებდა შრომას.
უსამართლო ტრაკები.არა ჩემო ძვირფასებო, ქიმიის გარტყმაში არ ვარ და არც ის ვიცი თუთიის და მაგნიუმის ნაზავით, რა ნაგავის მიღება შეიძლება. უბრალოდ ბევრი ფილმი მაქვს ნანახი სამკაულის გაყალბებაზე და ჰოლივუდური სირობის პლაგიატიზმს ვაწვები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
YOU ARE READING
Swindler
Fanfiction19/02/2020-28/08/2020 ჯეონ ჯანგუკი ყველაზე იღბლიანი თაღლითია. უამრავი წარმატებული საქმე და არც ერთი 'ჩეპე'. თამაშის ბოლოს მოგება მისია, რადგან ყოველთვის თავისი წესებით აწყობს თამაშის სვლებს, ბოლოს გაკვირვებული და ბედნიერი სახის მიღებაც არ ავიწყდება...