ის ღამე, კიდევ ერთხელ რომ გაერთიანდა ჯონგუკთან, ბევრს ნიშნავდა კიმ თეჰიონისთვის.
სიყვარულის ხმამაღლა აღიარება, როდია იოლი.
ეს იმაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე თქვა_მძულხარ.
პატარა ნაბიჯებით მიდიოდა უმცროსისკენ და ისე დაუკავშირდა ემოციურად, ამის გააზრებაც ვერ მოასწრო.
შემდეგ დიდი ნახტომი ჰქონდა უკანა გზაზე.
დაშორება კიდევ ერთხელ, იმის მიუხედავად, როგორ სთხოვა ჯანგუკმა.
იცოდა გული ატკინა, მაგრამ იცოდა, ეს უკეთესისთვის ხდებოდა.
და ახლა, როცა კიდევ ერთხელ ეზიარა მის სიტკბოებას, დაუგეგმავად ადრე, მაგრამ საოცრად გვიან თითქოს.
და ახლა, როცა ყველაფერი იცოდა, უფრო მძფრად გრძნობდა სიძულვილს, უკვე ცნობილი სახელი და გვარის მიმართ.
ბევრი არ უფიქრია, ჯანგუკთან დროებით დამშვიდების შემდეგ, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რა სურდა, და როგორ მოიყვანდა სისრულეში თავის განზრახვას.სახლში დაბრუნებულმა, თავისთან გამოიძახა კიმ ჯუნმიონი.
არ გაუმართლა.
ჯუნმიონი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
თავის ახალ საყვარელთან იყო ქალაქში.
ეს კი ერთ-ერთი დაცვის თანამშრომლისგან გაიგო.
უკვე ძალიან გვიანი იყო და მის დაბრუნებას აღარც ელოდა იმ ღამით, საბედნიეროდ თვალი დიდხანს ვერ მოხუჭა იმაზე ფიქრში, თუ როგორ გაუერთიანებდა ძვალ-რბილს მამამისის ლაქიას, ამიტომ არ გამოჰპარვია, უკვე გამთენიისას რეზიდენციის უზარმაზარი ჭიშკრის გაღება, რაც მაუწყებელი იყო, რომ ჯუნმიონი დაბრუნდა.ბევრი აწონ-დაწონვა არ სჭირდებოდა, ფეხზე წამოდგა და სახლის იმ მხარისკენ დაიძრა, სადაც მსახურთა ოთახები იყო განლაგებული.
"რას მივაწერო შენი ვიზიტი?"
საზიზღრად გაიკრიჭა ჯუნმიონი, როცა საძიმებელში შესულს, თავისივე საწოლზე წამომჯდარი თეჰიონი დახვდა.
სწრაფი მოქმედება.
ნაბიჯი ერთი,
ნაბიჯი ორი.
მუშტი სახეში.
მოულოდნელი თავდასხმა.
YOU ARE READING
Swindler
Fanfiction19/02/2020-28/08/2020 ჯეონ ჯანგუკი ყველაზე იღბლიანი თაღლითია. უამრავი წარმატებული საქმე და არც ერთი 'ჩეპე'. თამაშის ბოლოს მოგება მისია, რადგან ყოველთვის თავისი წესებით აწყობს თამაშის სვლებს, ბოლოს გაკვირვებული და ბედნიერი სახის მიღებაც არ ავიწყდება...