მე არ მყავს ბევრი მეგობარი,არც ცხოვრებისგან მისწავლია ბევრი რამ,არც მეგობრებთან არ მიკამათია ბიჭების,ან მსგავსი უვარგისი თემების გამო,არც გასართობად არ წავსულვარ სადმე მეგობრებთან ერთად.ამ სამყაროდან თავს მუდამ გარიყულად და დაუცველად ვგრძნობდი.
მრავალი ტიპის ადამიანები არსებობენ:გახსნილები და მეგობრულები,ბოღმიანები და საშიშები,ჩაკეტილები და მორცხვები.
საზოგადოებაში ისეთ მრავალფეროვნებას შეხვდებით,მართლაც,რომ გაოგნდებით.მე ჩაკეტილი ადამიანი ვარ.საკუთარი გამოცდილებით არაფერი არ მისწავლია,სულ სხვისი გამოცდილებიდან ვიღებდი მაგალითებს.რთულია ასეთ ადამიანად ყოფნა.ფიქრობენ,რომ ეს შენი არჩევანია,რომ თვითონ გინდოდა ასეთი ყოფილიყავი.ეს წმინდა წყლის სიცრუეა!ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი.სადაც არ უნდა წავსულიყავი ყველგან ვცდილობდი,რომ საზოგადოებაში ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა.
ვიღიმოდი,ვსაუბრობდი უინტერესო თემებზე,ვეთანხმებოდი მათ აზრს,ან ვცდილობდი საკუთარი გამომეთქვა.ძლიერ ფარს ვიკრავდი და ვცდილობდი გაწონასწორებული ადამიანი გამოვჩენილიყავი.თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც გვინდა.მაიგნორებდნენ,ან უბრალოდ მეთანხმებოდნე,თვალებს მობეზრებულად გადაატრიალებდნენ ხოლმე და მშორდებოდნენ, სრულიად მარტო მტოვებდნენ.ამაზრზენია იმაზე ფიქრი,რომ არავის აინტერესებ,არავის აქვს სურვილი გაგიცნოს,დაგიახლოვდეს.
არადა სხვებს ეს რა მარტივად გამოსდით!ალბათ,ყველას ჰქონია ისეთი მომენტი,როდესაც ნდომებია,რომ მათ ცხოვრებაში გამოჩენილიყო ვინმე განსაკუთრებული.ისეთი ადამიანი,რომელიც მის ცხოვრებას ცოტათი მაინც შეცვლის,ან გაამხიარულებს მაინც.
ამავდროულად ამის გეშინოდეს,უარყოფდე,ხელს ჰკრავდე ყველა შესაძლებლობას,რაც კი ოდესმე მოგცემია(როგორც მე).შენ ეს გინდა,არა გჭირდება!უბრალოდ გჭირდება ადამიანი,რომელიც შეგიყვარებს,ისეთს როგორიც ხარ.
YOU ARE READING
제국/იმპერია👑 (დასრულებული)
Fantasy1038 წელს სამეფო ტახტზე ხდება გადატრიალება!სამეფოში იწყება მტრის შემოტევები,ყველაფერ ამას ისიც ემატება,რომ ამ ყველაფრის უკან მაღალჩინოსნები დგანან .მეფე ვალდებულია სამეფოში წესრიგი აღადგინოს,მაგრამ ამაში ხელს მისი ავადმყოფობა და ასაკი უშლის.ამ ფაქ...