27 თავი.

849 104 300
                                    

-ღმერთო,ახლა რა ვქნა?-კაორი და მე ჩემს ოთახში ვიყავით.კაორი წინ და უკან დადიოდა და ნერვიულობისგან ხელებს იზელდა,რომელიც მთლიანად გაუოფლიანდა.

-კაორი დაჯექი!თავბრუ დაგეხვევა-მივედი მხრებში ვწვდი დ სკამზე დავაჯინე.

-ამას დადებითად შეხედე.თეჰიონზე შენს გათხოვებას ისედაც გეგმავდნენ,როცა თეჰიონი ცოლად მოგიყვანს შეგიყვარებს.სხვა თუ არაფერი შენ ის გიყვარს და დარწმუნებული ვარ,რომ არც ისაა შენს მიმართ გულგრილი,ყველაფერი დალაგ...-გამაწყვეტინა.

-არა!ის შემიძულებს.შენ არ გესმის.ის ვერ იტანს,როცა რამეს აიძულებენ,ჩემი ცოლობა კი მამამისის თხოვნით ხდება,ის აუცილებლად შემიძულებს-თქვა ნერვიულად და თმებში ხელები შეიცურა.

-როცა გაიგებს,რომ ორსულად ხარ ყველაფერი შეიცვლება,დამიჯერე!თეჰიონს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი,რომ ცუდი ადამიანი არაა.დარწმუნებული ვარ შენც და თქვენს შვილსაც შეგიყვარებს-კაორი დამშვიდდა და თავი დამიქნია.

უეცრად კარზე დააკაკუნეს.

-მისი უდიდებულესობა დედა დედოფალი გესტუმრათ-გაისმა ჩემი საჭურისის ხმა.
შემდეგ კარი გაიღო და ოთახში დედა დედოფალი შემოვიდა.

-ოხ გოგონებო,აქ ყოფილხართ-გაგვიღიმა და მზერა კაორიზე გადაიტანა.-ყველაფერი რიგზეა?-იკითხა ანერვიულებულმა.

-დიახ ყველაფერი რიგზეა-გაუღიმა კაორიმ.

-კარგი მაშინ ჩემთანაც ერთად უნდა წამოხვიდე ძვირფასო,სამ დღეში ქორწილი გაქვს უნდა მოემზადო,პირველ რიგში ტანისამოსი და მაკიაჟი,მალე პრინცის მეუღლე გახდები(დედადეოფალი)კაორიმ თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა.

-დიახ მოვდივარ(კაორი)

-მეც წამოვალ დაგეხმარებით(მე)

კაორი ძალიან ლამაზი გოგონაა,მუქი თვალები და შავი თმები,საოცრად ლამაზი ნაკვეთები და სინაზე.მას ნამდვილად არ ამშვენებს მამაკაცური ჩაცმულობა და ხელში მომარჯვებული იარაღი.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now