4 თავი.

1.1K 112 375
                                    

-ვინ ხარ?!(მე)ვკითხე ხმააკანკალებულმა.

მან თითი ტუჩებთან მომიტანა და მომადო.ამ შეხებამ გული უფრო ამიჩქარა.

-ჩჩჩ.....მომისმინე არ იყვირო გაიგე?ქურდი არ ვარ!თან სასახლეში გადმოვდიოდი და არა  სასახლიდან გარეთ გადავდიოდი.-ნერწყვი გადავყლაპე,ანუ სასახლეში შემოიპარა?

-შენ სასახლეში შემოიპარე?(მე)ხმა უფრო ამითრთოლდა.

-არა!....ანუ ეგრეც შეიძლება ითქვას,მაგრამ მე აქ ვცხოვრობ გესმის?აქ! და ჩუმად შემიცოდი-უცნობს დავაკვირდი მატყუარას სახე არ ჰქონდა.მაგრამ ეს კედელზე გადმოძრომის ფაქტი მაინც მაღელვებდა.

-ვინ ხარ?(მე)მან თქვა,რომ სასახლეში ცხოვრობდა.

-მე?-ჩაიცინა-მემკვიდრე უფლისწული.შენი და ყველას მომავალი მეფე-ტანში გამცრა.სიმართლეს ამბობს?

ანუ ის თუ მემკვიდრე უფლისწულია....ანუ ჩემი სავარაუდო საქმრო?

-რატომ უნდა დაგიჯერო?(მე)ჩაეცინა და ახლოს მოიწია.ჯერ კიდევ ჩემ ზემოდან იყო მოქცევული.

-თუ გინდა არ დამიჯერო ლამაზმანო,შენი ნებაა-დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.გავხევდი,თვითონ კი წამოდგა და ხელი გამომიწოდა ასადგომად.

ალბათ მოახლე ვგონივარ,რომელიც ღამე დაბოდიალობს სასახლეში.მე ხომ სულ თეთრებში ვიყავი გამოწყობილი,მგლოვიარე ქალივით.

გონზე ბოლომდე ვერ მოვედი და ვერც ხელის ჩაჭიდება ვერ მოვახერხე.ამიტომ დაიხარა და ხელი წამავლო.ჩემი აყენება არ გასჭირვებია.

-კარგი მე უნდა წავიდე,მამაჩემი უნდა მოვინახულო.შენ კიდევ წადი,დაიძინე.ეცადე შოკისგან განიტვირთო.-ჩაიცინა და გაიქცა.

ისევ ერთადგილზე ვიყავი მიკრუპი და იკადგილს ვუყურებდი სადაც წამისწინ,ის იდგა.

მან მე მაკოცა,ნუ ლოყაზე მაგრამ ხომ მაკოცა?მოიცა მას მე მოახლე ვეგონე ხო?და მაინც მაკოცა?!მექალთანე იდიოტი!

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now