20თავი

790 96 73
                                    

-არა თქვენო უდიდებულესობავ,არასწორია(მე)ვამბობ მკაცრად,ჯონგუკს ფუნჯს ვართმევ და სწორ მონახაზს ვაკეთებ.

ამ ბოლო დროს ჯონგუკი ძალიან ბევრს მეწუწუნებოდა რომ მისთვის ხატვა მესწავლა.მეც რა თქმა უნდა დავთანხმდით.გინდ დაიჯერეთ გინდ არა და ნამჯუნის სიკვდილის შემდეგ თვენახევარი გავიდა.

რა ხდებოდა მთელი ამ დროის მანძილზე?არაფერი!მეფეს არ დაუსახელებია მემკვიდრე უფლისწული,ჩვენ სამი კი დავრჩით რჩეულებად.ჯერჯერობით არავის გახდენია სურვილი,ჩვენგან მომავალი დედოფალი გამოეწრთო.სამივეს გვამზადებენ ამისთვის და სამივე პრინცესებივით ვცხოვრობთ.

რაც შეეხება ჯონგუკს,ჩემთან ხშირად მოდის და ვსეირნობთ ხოლმე.ვსაუბრობთ და უმეტეს წილად ჯიმინზე და მის ბავშობაზე მიყვება.

ერთხელ ისიც კი მოვახერხეთ რომ სასახლის გარეთ გავპარულიყავით.ქალაქში რაღაც დღესასწაულის აღნიშნავდენ და იქაურობა ქაღალდის შუქურებით და ულამაზესი გაფორმებებით იყო მორთული.უგემრიელესი ტკბილეულობა და უმშვენიერესი აქსესუარები ეწყო დახლებზე.

ამ თვენახევრის მანძილზე თავი ბედნიერად და უდარდელად ვიგრძენი,თავისუფლად და ყველა დარდისგან გათავისუფლებულად,ამისთვის კი დიდი მადლობა ჯონგუკს.

რაც შეეხება მას.....მინ იუნგის.....

-ჰეი ვოლ!(ჯჯ)მომესმა ჯონგუკის ხმა და  ფიქრებიდან გამოვერკვიე.ფუნჯი ერთ ადგილზე გამეშეშებინა,ჯონგუკი კი მიბღვერდა.სახე ზედმეტად ახლოს ჰქონდა მოტანილი და როცა მისკენ შევბრუნდი მილიმეტრებით ვიყავი მის ცხვირს დაშორებული.სახე უცებ გამოვწიე,ჯონგუკი კი გაწითლდა.

-ბოდიში უბრალოდ ჩავფიქრდი(მე)ვთქვი და თავი მოვიქექე.

-ყველაფერი რიგზეა?(ჯჯ)მკითხა დაინტერესებულმა.

-კი კი(მე)ვთქვი უხერხული ღიმილით.

-მატყუებ!-თქვა მკაცრი მზერით-არა რა ზუსტად ვიცი, რომ დედოფლობაზე და ძალაუფლებაზე არ ოცნებობ.ვოლ მამაჩემს დაველაპარაკები,იქნებ შენი სამ რჩეულ შორის ყოფნაზე უარი ვათქმევინო?შემდეგ კი ჯეონების ოჯახში წაგიყვან,მისი მმართველი მე ვარ ვოლ!შემიძლია ის ყველაფერი გაჩუქო,რაზეც ოდესმე გიოცნებია(ჯჯ)მთელი ემოციებით საუბრობდა.მისი პირიდან ამ სიტყვების გაგონება მართლაც რომ მაცდური და შემაცდენელი იქნებოდა,დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი,მაგრამ ჩემი ერთადერთი ოცნება ახლა ამ სასახლეში დაიარება და კაციშვილმა არ იცის რას აკეთებს.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now