კაორის პ.ო.ვ
ღმერთო,რა დავაშავე იუნგიმ ამ იდიოტს რატომ მიმაბარა?ვხვდები,რომ ჩემი დაცვა უნდა,მაგრამ ამის გარდა ვერავინ ვერ ნახა ვისზეც მიმამაგრებდა?!
მოიცა მას რა ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება?
პრინცი თეჰიონო,ბექიონი,ჰოსოკი და ჯინი ისრების სროლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.მათ არაფერი ემუქრებათ,მაგრამ დაცვა მაინც დაგვავალეს.ყველა კარგად ხვდება,რომ აქ ტახტის გამო მიდის ბრძოლა.
-აი ხედავ თეჰიონ,მე შენზე კარგად ვისვრი(ბექიონი)მივიდა და მწარედ უთხრა ძმას.არა ამ ორს ვერ გავუგე,სულ ჩხუბობენ და კამათობენ,მაგრამ ერთმანეთი როგორც ძმებს მაინც ძალიან უყვართ.
-მოკეტე რა,დღეს ცუდ ხასიათზე ვარ(თეჰიონი)ბექიონმა მასთან ახლოს მიიჩოჩა.
-რატომ რა ხდება?(ბექი)თეჰიონი დღეს მართლაც უცნაურ ხასიათზე იყო,მეც კი ვერ ვხდებოდი სინამდვილეში რას გრძნობდა ეს უმწეო ბიჭუნა.მუდამ ბუზღუნებდა,საჭმელს იწუნებდა ან სულ შიოდა.
მუდამ თამაშებითა და უცნაური ნივთებით ერთობოდა.ბურთით თამაში და ხატვა უყვარს. დავკვირვებული ვარ როცა ხატავდა მაშინ ძალიან სერიოზულია.მისი ბავშური სახე და ცელქური ღიმილი სადღაც ქრება და ზრდასრულ მამაკაცს ემსგავსება.
მისი ნახატებიც სწორედ ასეთი იყო,თითქოს ფურცელზე ცდილობდა დარდის გამოხატვას.როცა მიყურებდა ყოველთვის მობუსხული იყო,თითქოს ჩემი ეშინოდა კიდეც.მეც ამას ვიხელთებდი ხოლმე და ხმლით და თვალების დაბრიალებით ვაშინებდი.ისიც მალევე დადუმდებოდა და მიჯერებდა,მაგრამ ხანდახან ისეთი თვალებით გამომხედავდა აქეთ მეშინოდა მისი.
თითქოს ამ პატარა ბიჭუნაში დემონი იმალებოდა.ეს უცნაური შეგრძნება ამ ბოლო დროს ძალიან ძლიერდებოდა.უფრო და უფრო მაინტრიგებდა ეს ბიჭი.
-დღეს რაღაც ძალიან სერიოზული ხარ თეჰიონ,რამე მოხდა?(ჯინი)სოკჯინი გაწონასწორებული მამაკაცი იყო,პატარა ძმებთან ურთიერთობა უყვარდა.ეტყობოდა რომ ტახტი დიდად არ ადარდებდა.დედოფალს სამი ვაჟი ჰყავდა,ნამჯუნი,სოკჯინი და თეჰიონი.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,მას არცერთი არ დამსგავსები.ტახტისთვის ძმის მოკვლას და მის მოპოვებას არცერთი არ გეგმავდა.
YOU ARE READING
제국/იმპერია👑 (დასრულებული)
Fantasy1038 წელს სამეფო ტახტზე ხდება გადატრიალება!სამეფოში იწყება მტრის შემოტევები,ყველაფერ ამას ისიც ემატება,რომ ამ ყველაფრის უკან მაღალჩინოსნები დგანან .მეფე ვალდებულია სამეფოში წესრიგი აღადგინოს,მაგრამ ამაში ხელს მისი ავადმყოფობა და ასაკი უშლის.ამ ფაქ...