2 თავი.

1.1K 122 172
                                    

ერთი თვე გავიდა!
ერთი თვეა,რაც წარსულში გადმოვედი და ვცროვრობ ისე, როგორც კიმ ვოლი!

როგორც გავიგე,ჩვენი ოჯახი კიმების ოჯახის მეოთხე განშტოებაა(ანუ ძალაუფლებით მეოთხენი არიან.რაც უფრო დიდი ციფრის ხარ,მით უფრო დაბალ ფენას მიეკუთნები)

ამიტომ მამაჩემი საზოგადოებაში მთავარის პოზიციით სარგებლობს.მყავს ერთ და და ძმა.ჩემი და ჩემზე ერთი წლით უფროსია.ხოლო ძმა რვა წლისაა.

ჩემი სახე არ შეცვლილა იგივეა.ვცდილობ აქაურობას შევეჩვიო.წერა-კითხვას ვსწავლობ.ყველას ვუთხარი,რომ მეხსიერება დავკარგე,ამიტომ მეხმარებიან ყველაფრის თავიდან შესწავლაში.ვაღიარებ ეს ყველაფერი იოლი არაა!

წერა-კითხა,ეტიკეტის წესები.თან აქ ქალებისთვის გასართობი,კერვა ქსოვა და წერაა ნუ კითხვაც.სულ ოთახში ვზივარ გამოკეტილი.გასართობი არ მაქვს.

მოსაწყენია,მაგრამ ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო.რომ ვთქვა,რომ მომავლიდან ვარ,დარწმუნებული ვარ გიჟად შემრაცხავენ.

-საყვარელო ნემსი ისე დაიჭირე,რომ თითში არ შეირჭო(სო)სოსთან ერთად ვქარგავ.ნუ უფრო თითებს ვიჩხვლიტავ.ბავშობაში კერვა მომწონდა და რამეს, რომ მივჭრიდ-მოვჭრიდი, ბედნიერბისგან დავფრინავდი,ნამდვილი დიზაინერი ვარ თქო.აი ახლა ვხვდები,რომ დიზაინერობამდე ბევრი მაკლია😅

-ხო,მაგრამ სულ მერჭობა,რა უბედურება?!(მე)ვწუწუნებ და საქარგს მაგიდაზე ვდებ.

-რა უცნაურია,ქარგვა ხუთი წლისას ისწავლე,სულ მოგწონდა და გიყვარდა.ახლა რაღა დაგემართა?(დედა)მომღიმარმა მკითხა.

ისე,რასაც დავუფიქრდი ჩემი ძველი ცხოვრება(ანუ კიმ ვოლის)ზედმეტად განსხვავებული იყო.ის წყნარი,ჩუმი,ზრდილი და საყვარელი გოგონა ყოფილა.პრინცზე და ჭირსა და ლხინში ბედნიერებაზე ოცნებობდა.

ნუ ჩემნაირი მოუქნელი,უხეში და მოუხერხებელი არ ყოფილა.სულ იღიმოდა და კეთილ თვისებებს ამჟღავნებდა.ცოტა მოსაწყენიც კია.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now