5 თავი.

1K 122 121
                                    

ერთი კვირა გავიდა,რაც სასახლეში რჩეულების არჩევის შემდეგ ვარ.აქაურობას მივეჩვიე, გოგონებსაც.სიმართლე გითხრათ ცოტას ვერთობი კიდეც(ცოტას!).
არც ისე ცუდია შენ თანატოლებთან ყოფნა,რომელბიც მარტო იმის გამო არ დაგაიგნორებენ,რომ შენ ცამმეტ რჩეულს შორის ერთერთი ხარ და ელემენტარული ეტიკეტი მოითხოვს ერთმანეთთან ზრდილობიან მოპყრობას!

ყოველდღე ქარგვის,კითხვის,ლიტერატურის,
ეტიკეტის,მხატვრობის,მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილები გვაქვს.საშინლად დამღლელია.რატომ უნდა ვემზადებოდე იმაში,რაც არ მინდა?!

არ მჭირდება მეფის ცოლობა და რატომ უნდა ვისწვალო ეს ყველაფერი?!ისიც კი არ ვიცი როდესმე სახლში დავრუნდები თუ არა?!ამის გამო ეს ჩემი ცხოვრება ხდება,მე კი არ მინდა ჩემი ცხოვრება ასე ავრიო,ნორმალური ცხოვრება მინდა,არ მინდა დედოფლობა!მინდა ჩვეულებრივად ვიცხოვრო.სიყვარულით გავთხოვდე,რამდენიმე შვილი გავაჩინო და ტკბილად ვიცხოვრო.

ახლა როგორ სიტუაციაშიც ვარ იმას თუ გავითვალისწინებ,მაშინ საერთოდაც არ მჭირდება თავგადასავალი!უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მჭირდება იმ დროში,სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგისვან მახვილი კისერში და ამისგამო არც არავინ მოთხოვოს პასუხს მკვლელს!

მაგრამ მეფის ცოლობა?!ამას კი ნამდვილად მირჩემნია გავიქცე.მთავარია სამ რჩეულს შორის არ მოვხვდე!ეს უმთავრესია!თუ სამ რჩეულს შორის მოვხვდები მაშინ უკან დასახევი გზა აღარ იარსებებს.

-ჰეი,რაზე ჩაფიქრდი?(ინო)ამ გოგოს ძალიან დავუახლოვდი,ნუ სხვებთან შედარებით.აქ ვინმე უნდა გყავდეს მეგობრად,იმისდა მიუხედავად ეს მეგობარი ნამდვილი იქნება თუ არა.

ინო არც ისე ცუდი გოგოა,ვცდილობთ ვიმეგობროთ.მგონი,გამოგვდის კიდევაც.დიდ დროს ვატარებთ ერთად,ვლაპარაკობთ უაზრო თემებზე,უმეტესწილად ის ლაპარაკობს და მე ვუსმენ.მას მოსწონს ჩემთან საუბარი

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now