ბნელ ქუჩას ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტი აპობს,მყარი და შეუვალი ნაბიჯები....
ეზოს კარს უახლოვდება და ორჯერ აკაკუნებს.კარი მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრით იღება,როცა მასპინძელი კარში მდგომს ხედავს,კარს ფართოდ აღებს და სტუმარს თავს უხრის.
ბიჭს არც კი ანაღვლებს კარში მდგომი პირდაპირ ძველი,ხის, სახლისკენ მიდის,საიდანაც მბჟუტავი სინათლე გამოდის.
შიგნით შესული,სამ მამაკაცს ხედავს.მათ შორის ერთ-ერთი ყოველდღიურ ჰამბოკშია გამოწყობილი,დანარჩენი ორი კი ბიჭისთვის უცნობ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები,უფრო საბრძოლო აბჯარს გავდა ვიდრე ყოველდღიურ ტანისამოსს.მათი გარეგნული შესახედაობა და ხელში არსებული დიდი ხმალი კი აშკარად მიგახვედრებდათ,რომ მეომრები იყვნენ.დაახლოებით ოცდათხუთმეტ-ორმოც წლამდე ასაკის იყვნენ.ხოლო მესამე, ახალგაზრდა კაცი, კორეული ტანსაცმლით,ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა.
-ოჰო აი შენც მოხვედი-გაისმა კორეელის ხმა.
-მე ის ვნახე...-წაიჩურჩულა ახლადმოსულმა.
-და?..მაინტრესებს ახლა ჩემი გჯერა?-ახლადმოსული ხმას არ იღებს-თეჰიონ?-ამჯერად სახელით მიმართვა გადაწყვითა ბიჭმა.
-ახლა უკვე დავრწმუნდი ლუჰან...მე...მე დარწმუნებული ვარ,რომ ნამჯუნი იუნგმა მოკლა!-თქვა თეჰიონმა და სახე ლუჰანს მიანათა.
ლუჰანი ბიჭს კარგად დააკვირდა,ამ მზერაში,ამ სახის ნაკვთებში,ამ ბიჭში ახლა იმდენი სიძულვილი იყო,შეგეშინდებოდა კიდეც.ლუჰანი ბიჭში ეძებდა რამე ისეთს, რაც ბიჭის სიტყვებში დააეჭვებდა,მაგრამ ვერაფერი იპოვა,თეჰიონი სრულიად დარწმუნებული ამბობდა ამას.
-კარგია რომ სიმართლეში გამოერკვიე ძმაო-თქვა მომღიმარმა ლუჰანმა.
-არ მესმის...ვიცი,რომ დედაჩემზე შურისძიება სურდა,მაგრამ....როგორ შეძლო ჩემთვის ძმის მოკვკა?,ამის გაკეთება...-თეჰიონს სიბრაზისგან ყბა აუთრთოლდა.
YOU ARE READING
제국/იმპერია👑 (დასრულებული)
Fantasy1038 წელს სამეფო ტახტზე ხდება გადატრიალება!სამეფოში იწყება მტრის შემოტევები,ყველაფერ ამას ისიც ემატება,რომ ამ ყველაფრის უკან მაღალჩინოსნები დგანან .მეფე ვალდებულია სამეფოში წესრიგი აღადგინოს,მაგრამ ამაში ხელს მისი ავადმყოფობა და ასაკი უშლის.ამ ფაქ...