კაორის პ.ო.ვ
ღრმად ვსუნთქავ და ოთახში აქეთ-იქეთ დავდივარ.ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. გაუხარდება?
ნეტა თეჰიონი როგორი მამა იქნება?ის საოცრად საყვარელია,დარწმუნებული ვარ ჩვენი შვილიც მას დაემსგავსება,მაგრამ გაახარებს მას ამ ამბის გაგება?მის ხასიათებზე ბევრი რამ არ ვიცი,ოჯახზე არასდროს უსაუბრია,არც შვილებზე და მომავლის გეგმებზე.
რა რეაქცია ექნება?იქნებ საერთოდ არ მოინდომოს ჩემი ცოლად მოყვანა?მას ჩემთვის ისიც კი არ უთქვამს რომ ვუყვარვარ,მართალია არც საწინააღმდეგო უთქვამს და ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი,მაგრამ სიტყვა "მიყვარხარ" არასდროს მომისმენია.
არა კაორი!დარწმუნებული ვარ თეჰიონს გაუხარდება ეს ამბავი,ხო აუცილებლად გაუხარდება!
უეცრად კარი იღება და ოთახში თეჰიონი შემოდის.როგორც კი შემამჩნია გაკვირვებულმა შემომხედა.
-კაორი?აქ რას აკეთებ?ახლა ვოლთან არ უნდა იყო?(თე)მე ღრმად ჩავისუნთქე.
-კი,მაგრამ შენი ნახვა მინდოდა-თეჰონმა გამიღიმა ახლოს მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-საყვარელო,შეგეძლო გაგეფრთხილებინე,ხომ იცი ახლა ბევრი საქმე მაქვს,რაც ნამჯუნი გარდაიცვალა,კიმების ოჯახის ტვირთი ჩემზე გადმოვიდა,მართალია ახლა ყველაფერს ბაბუა აკონტროლებს,მაგრამ....-თქვა და ღრმად ამოისუნთქა.
-თეჰიონ შენთან რაღაც მნიშვნელოვანზე სალაპარაკოდ მოვედი-ვთქვი,თავი ქვემოთ დავხარე და იატაკს ჩავაჩერდი.
-გისმენ-თქვა სერიოზული ხმით.
-მინდა ჩვენზე ვისაუბროთ,ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის?შეყვარებულები?-კითხვასავეთ გაიჟღერა ჩემმა ნათქვამმა.თავი ავწიე რომ თეჰიონის სახე დამენახა
უცნაურად მიმზერდა.
-შეყვარებულები?-იკითხა ჩაფიქრებულმა-ეს სიტყვა, "შეყვარებულები" იმას არ ნიშნავს რომ წყვილს ერთმანეთი უყვარს?-მე თავი დავუქნიე,მან კი ამოიოხრა-მაში შეყვარებულები არ გამოვდივართ საყვარელო,ამისთვის აუცილებელია რომ მიყვარდე-მითხრა ირონიულად,თავზე ხელი დამადო და თმები ამიჩეჩა-გაიგე?ახლა მიდი კითხვაზე მიპასუხე(თეჰიონი)თქვა სერიოზულად.
YOU ARE READING
제국/იმპერია👑 (დასრულებული)
Fantasy1038 წელს სამეფო ტახტზე ხდება გადატრიალება!სამეფოში იწყება მტრის შემოტევები,ყველაფერ ამას ისიც ემატება,რომ ამ ყველაფრის უკან მაღალჩინოსნები დგანან .მეფე ვალდებულია სამეფოში წესრიგი აღადგინოს,მაგრამ ამაში ხელს მისი ავადმყოფობა და ასაკი უშლის.ამ ფაქ...