-სახელები?-დეა და დევიდი!
-დაბადების თარიღი?
-1998 წლის 3 აგვისტო!
-მიზეზი თუ რატომ ტოვებთ აქ?
-დედა გარდაიცვალა და მარტო ვერ მოვუვლი მათ!
-კარგით შეგიძლიათ წახვიდეთ!
ბავშვთა სახლის დირექტორის კაბინეტიდან გამოვედი, დეას შევხედე რომელსაც თვალები ჩასიებული ქონდა ტირილისგან დევიდი კიდე იმდენად გაბრაზებული იყო არც კი მიყურებდა!
-მამა გთხოვ ეს არ გააკეთო!-ამოიტირა დეამ და მომეხვია.
-პატარავ უკვე გავაკეთე!
როდესაც შენობას ვტოვებდი დეას ტირილის ხმა ანგრევდა ყველაფერს, იმედია ოდესმე მაპატიებენ ამ შეცდომას!
20 წლის შემდეგ
-აყვანილი ხართ სამსახურში! შეგიძლიათ ხვალიდან შეუდგეთ საქმეს!
-ძალიან დიდი მადლობა!
ვუჰუუუ იეს ამიყვანეს როგორც იქნაააა, მსოფლიოში საუკეთესო ადვოკატი ვიქნები დარწმუნებული ვარ!
ჰალო საზოგადოებავ! მე დეა ვარ! ლონდონში ვცხოვრობ, მყავს ტყუპისცალი ძმა დევიდი ჩემამდე სამი წუთით ადრე დაიბადა და თავი ძაან უფროსი გონია 🙄🙄, მყავს დედ-მამა რომლებიც ძალზედ მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან, ყველაზე მაგარი ფაქტი ჩემს შესახებ ნაშვილები ვარ! რაც დედა გარდაიცვალა მამაჩემმა მე და დევიდი ბავშვთა სახლში ჩაგვაბარა მხოლოდ სამი წლის ვიყავი! შემდეგ იდეალურმა ცოლ-ქმარმა რომლებსაც შვილი არ ეყოლებოდათ ჩვენ გვიპოვეს და დღემდე შვილებივით ვყავართ და ნამდვილად საუკეთესო მშობლები არიან უკეთესს ვერც ინატრებ!
დედა-ეკატერინე
მამა-ალექსანდრე
კაი ეხა მეყოფა ძაან გამიგრძელდა ჩემს თავზე საუბარი დანარჩენს ნელ ნელა გაიგებთ!სახლში რასაც ქვია შევვარდი და პირდაპირ დევიდის ოთახისაკენ გავქანდი, არ დამიკაკუნებია პირდაპირ შევედი ხო ვიცი ამის გამო შემდეგ ლექციას ჩამიტარებს მაგრამ დავიკიდოთ.