Chapter 1

4.4K 147 20
                                    

Harry's Pove
ჩემს კაბინეტში ვარ და ვცდილობ ვკონცერტრირდე, მაგრამ ეს ძალიან რთულია.

მგონი კლუბს უნდა შევეშვა, თუ მეორე დღეს სამსახურში ვარ.

ისიც კი არ მახსოვს სახლში როგორ მივედი, რას ვაკეთებდი კლუბში და ვისთან ერთად ვიყავო... თითქოს მეხსიერებიდან ამომიშალეს.

მხოლოდ საშინელი დილა მახსოვს. საშინელი თავის ტკივილი მქონდა და სხეული ისე იყო თითქოს 'ასფალტის პავერმა' (მგონი ასეა) გადამიარა. და როგორც იქნა, ყველაზე საშინელი ბოლოს: ვიღაც ძუკნის საშინელმა ხმამ გამაღვიძა. ლილი, ემილი, თუ  კლარა... რა მნიშვნელობა აქვს.

თავის ტკივილი ჩაცხრომას არ აპირებს. და მე ერთი მოხსენება მაინც უნდა გავაკეთო.

ჩემი ტელეფონის ხმამაღალმა ზარმა მაიძულა მოულოდნელობისგან შევმხტარიყავი, ჯანდაბა.

- ღმერთო ასე ხმამაღლა რატომ რეკავს? - ამოვიკვნესე.

- მაპატიე ძამიკო - ხითხითებს გოგო - მაგრამ მე და იზი უნდა წამოგვიყვანო. და კარგი კარგი მოგეხმარები მოხსენების გაკეთებაში.

ღმერთო. შენ ჩემი ლოცვხა შეისმინე.

-ღმერთო, შენ საუკეთესო და ხარ მსოფლიოში. საიდან წამოგიყვანოთ და ვინ არის იზი?

ნელ-ნელა რეალობის სურათების შეკვრა დავიწყე და ისინი ისე მიმოფანტული აღარ არიან.

- გუშინ რამდენი დალიე ჰარი? იზაბელა ჩეიზი, ჩემი საუკეთესო მეგობარი. ის ორი წლით წასული იყო შტატებში და ახლა დაბრუნდა...

იზაბელა... იზი... არაჩვეულებრივი სახელია. ითარგმნება როგორც: "მოსიყვარულე ღმერთი" და ასევე არის დომინანტობის აუცილებლობა.

- ღმერთო, მე ახლა ვფიქრობ ვიღაც პატარა ძუკნაზე, რომელიც ჩემი დის მეგობარია. მე არ მახსოვს, რომ მას ჰყოლოდა მეგობარი ამ სახელით. კარგი, ეს არც ისეთი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ვიღაც პატარა, რომელსაც მთელი სახე მაკიაჟით აქვს დაფადული, რომელიც საერთოდ არ განსხვავდება ჩემი დილის ქალიდან.

Daddy's princess [Completed] Where stories live. Discover now