Chapter 14

2.8K 96 6
                                    

Harry's Pove

ჩემმა "შეყვარებულმა" უკვე უბრალოდ დამღალა. ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევს. კიდევ კარგი რაღაც დრო მაინც მაქვს, რომ იზაბელთან გავატარო.

გუშინ, გუშინ წინ, ორი დღის, სამი... მელი ჩემთან რჩებოდა. ჩემი იზი კი არ იყო. მე და ის უბრალოდ ტელეფონით ვსაუბრობდით, რადგან ის ავადაა და სახლიდან არ გამოდის.

დღეს კი მამამისს სამსახურის გამო წასვლა უწევს, მე კი მასთან მისვლას ვაპირებ.

- ჰარი, ვფიქრობ, რომ დღეს შენთან მოვალ - ამბობს მელი ტელეფონში და ვგრძნობ მის ეშმაკურ ჩაცინებას მის ხმაში, მე კი უკვე ტელეფონის გათიშვაზე ვფიქრობ.

ჯანდაბა, რა ვუთხრა?

- ემმ... მელ მაპატიე სახლში... ამმ... დეზინფქეცია გვაქვს... ამმ... მწერებზე და მე და ალექსი რომელიღაც ერთოთახიან სასტუმროში ვრჩებით.

უცნაური ხმა მომესმა, მანამ სანამ მელი მიპასუხებდა.

- სტაილს, შენ ბიზნესმენი ხარ! შენ რა დებილი გგონივარ? შეგეძლო სხვა სახლში წასულიყავი - ამ ტონით მივხვდი, რომ მან არ დამიჯერა. ისე გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს თავს მეც არ დავუჯერებდი.

- ჰო, მაგრამ მე უბრალოდ... საფულე დავკარგაე, მასში კი ჩემი ყველა საკრედიტო ბარათები და ფული იყო... ჩემს დას ჰქონდა ცოტა ფული შენახული და ერთი ოთახი ავიღეთ. უბრალოდ, მხოლოდ ხვალ შევძლებ ჩემი საკრედიტო ბარათების განახლებას, ნუ თუ გინდა შეგიძლია მოხვიდე, მაგრამ აქ პატარა ოთახია და ჩემმა დამ ჩემთან ერთად უნდა დაიძინოს... შემიძლია დივანზე გაგიშალო საწოლი,, გინდა?

ღმერთო, რაებს ვბოდავ? არა ჩემს დასთან ერთად დაძინება ნორმალურია, მაგრამ ასე ვირტუალურად მე ჯერ არავინ მომიტყუებია. ოთახი სასტუმროში, მე ფულის გარეშე... ახლა კიდევ უფრო ემსგავსება ეს კოშმარს. ისე პრინციპში, ჩვენ ძალიან მდიდარი ოჯახიც არ გვყოლია, მაგრამ არც ღარიბი.

Daddy's princess [Completed] Where stories live. Discover now