Harry's Pove
ამ დილით იმაზე ადრე ავდექი, ვიდრე საერთოდ. მე ხომ ჩემს უმცროსს, ახლა უკვე თვრამეტი წლის დას საუზმე უნდა მოვუმზადო.
ღმერთო, როგორ სწრაფად მირბის დრო. ასე მგონია გუშინ მოიყვანეს სახლში, ისეთი პატარა, დაუცველი და უკვე დღეს მას თვრამეტი წელი შეუსრულდა. მე მას მისი დაბადებიდან ვიცავდი, ჩემს მეგობრებს უარს ვეუბნებოდი გასეირნებაზე, ან გოგოს პაემანზე, იმიტომ რომ ალექსს ვერსად ტოვებდნენ. მაგრამ მე წყენა არც მიფიქრია. ოჯახი ხომ ყოველთვის წინაა, ყველაფერი დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანი.
ისე ხანდახან ვტოვებ ხოლმე მარტო ჩემს დას. შემიძლია სასეირნოდ წავიდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ღამით არ ვიქნები. ვიცი რომ ალექსი ნერვიულობს და მანამ არ დაიძინებს, სანამ არ მივალ.
ამიტომ მაქსიმუმ ღამის სამ საათზე მივიდე.ვიღაცას შეუძლია თქვას, თუ როგორ შეიძლება ასე, მე ხომ ზრდასრული კაცი ვარ და "კომენდატის საათი" არ უნდა მქონდეს, მაგრამ მკიდია. მე პასუხისმგებლობები მაქვს, რომლებიც უნდა შევასრულო. მითუმეტეს მე მიყვარს ჩემი და, ის ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია. თუ ლექსი ჩემს გარეშე არ იძინებს და დილით ადრეა ასადგომი, თავი როგორ უნდა ვიგრძნო? მე ხომ სინდისი მაქვს.
ასევე მათ შეუძლიათ დაზე 'ამოფარებული' დამიძახონ, მაგრამ მკიდია. სხვისი აზრი არ მაინტერესებს რადგან ჩემი გამაჩნია.
- დილა მშვიდობისა, რას ამზადებ? - ბლინების კეთების დროს ალექსის ხმა მფანტავს.
- ჰეი, დაბადების დღეს გილოცავ, დაიკო - ვუღიმი მე და გოგონას ლოყაზე ვკოცნი - შენი საყვარელი ბლინები.
როგორც კი შეტყობინება წავიკითხე იმის შესახებ, რომ
საჩუქარი უკვე აქ არის, ლექსის პატარა ყუთს ვაძლევ, სადაც მისი ახალი მანქანის გასაღებია.- მადლობა... ოუ, ეს რა არის? მანქანა? შენ რა გაგიჟდი? - ჩემი და შოკიდან ვერ გამოდიოდა, მე კი მხოლოდ ჩავიცინე.
YOU ARE READING
Daddy's princess [Completed]
Romanceჰარი სტაილსი - 25 წლის წარმატებული ბიზმესმენი. მის ძალაუფლების ქვეშ ბევრია. ქალებში ის ყოველთვის პოპულარულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ის 'შეპყრობილი' ხდება მისი უმცროსი დის საუკეთესო მეგობრით. გოგოს ის მოსწონს მაგრამ ეშინია. ის ხვდება, რო...