ჩემთვის BTS-ი?!

1.5K 101 191
                                    

არმისთვის ყველაზე ძვირფასი რა რის?

შვიდი ბიჭი,რომლებმაც ნულიდან დაიწყეს და მწყვერვალებს მიაღწიეს,უამრავი ცრემლი და ოფლი დაღვარეს.დღეს?უამრავი ადამიანი მათ გვერდით დგას,მათ არმის უწოდებენ,ადამიანებს,რომლებსაც ეს ბიჭები უყვართ და ადამიანები,რომლებიც ამ ბიჭებს უყვარს.

შესაძლოა მათ თქვენი სახელი არ იცოდნენ.არ იცოდნენ,თუ რა მოგწონთ,რა გიყვართ,რა გაბედნიერებთ,რას უთმობთ თქვენ თავისუფალ დროს,რომელია თქვენი საყვარელი ფერი,მაგრამ მაინც უყვარდეთ.

შვიდი განსაკუთრებული ბიჭუნა,რომლებმაც ჩვენი გულები მოიპარეს,მათვის დამალეს სკივრში და გასაღები შორს მოისროლეს.ისე შორს რომ,პოვნასაც ძლივს ვახერხებთ.(თუ მოვახერხეთ რა თქმა უნდა)გვიყვარს უპირობოდ,უიმედოთ(მაგრამ მაინც ვოცნებობთ მათზე)უპასუხოდ.ნუთუ ეს სამართლიანია?

რას არ დავთმობდი,ერთხელ მაინც რომ მენახა,ერთხელ მაინც შევხებოდი,ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი.ნუთუ ბევრს ვითხოვთ?ჩვენი მთელი გული გავეცით და ნუთუ არ შეიძლება,ერთხელ მაინც მის გვერდით ვიყო?ერთხელ მაინც მქონდეს საშუალება ვუთხრა პირში ჩემი გრძნობების შესახებ.ვისაუბროთ და ერთმანეთზე მოვყვეთ,მესაუბროს თავის თავზე,რომ მის შესახებ მეტი გავიგო(მინდა თავისი თავის შესახებ თვითონ მიამბოს და არა სოციალურმა ქსელმა).

ალბათ ბევრს ვითხოვ.შვიდი ბიჭი ამდენ გოგოს  როდი ეყოფა?

ამბობენ თუ მართლა გიყვარს მისი გაშვება უნდა შეგეძლოსო.ნუთუ სხვა არჩევანი მაქვს?ბედნიერი ვიქნებოდი რომ დავინახავდი მას ბედნიერს,თუნდაც სხვა ქალთან.მართალია მე ვერ გავხდებოდი მისთვის საყვარელი ქალი.ვერ გავუჩენდი შვილებს,რომლებიც მას დაემსგავსებოდნენ,მაგრამ მაინც ბედნიერი ვიქნებოდი,რადგან მის სახეზე დავინახავდი ღიმილს.დავინახავდი მის შვილებს,რომლებიც მას ემგვანებოდნენ.

ალბათ შეშლილი გოგნივართ არა?არაუშავს,მე მარტო არ ვარ,ჩემს უკან ათობით,ათასობით,ათი ათასობით,ასი ათასობით და მილიონაობით გოგონები დგანან.გოგონები,რომლებსაც ისინი უყვართ.ამიტომ არაუშავს თუ შეშლილს მიწოდებენ.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now