3

1.5K 88 11
                                    

   გარეთ წვიმდა, ნესტის სუნი ოთახშიც აღწევდა, რაც უფრო სიმყუდროვეს ქმნიდა, წვიმის შხეფების ხმა სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში. თვალები გავახილე, ოთახს ფანჯრიდან შემომავალი მთარის შუქი ანათებდა. გარემო მეუცხოვა, ადგომა ვცადე, თუმცა თავის ტკივილმა საშუალება არ მომცა. ოთახში ადამიანის სილუეტი შევამჩნიე და ნაცნობი ხმა მომესმა

-როგორც იქნა გაეღვიძა მზეთუნახავს-თქვა ცინიკურად უცნობმა

-ვინ ხარ ან სად ვარ?-თვალების ფშვნეტით ვკითხე

-ფინი...ჩემთან-ფინი, ფინი, გონებაში ვატრიალებდი სახელს და გამახსენდა ბიჭი წვეულებიდან

-აქ რას ვაკეებ?-ვკითხე სერიოზულად

-არ გახსოვს?-სიცილით მითრა-დათვერი და აუზში ჩავარდი, მერე გონებაც დაკარგე

-ჯერ ესერთი არ დავმთვრალვარ... უბრალოდ გული წამივიდა

-არ არის ამდენი მადლობა საჭირო...-ისევ ცინიკურად მომიგო

-ვიცი ძვირფასო, ამიტომაც არ გიხდი-მეც არ დავაკელი ცინიზმი-ძლივს წამოვჯექი, ფინმა შუქი აანთო, ტანსაცმელზე დავიხედე და მივხვდი, რომ სხვისი იყო-ეს რა მაცვია?-ვკითხე და მაისურზე ხალი მოვიკიდე

-ჩემი მაისური... სულ სველი იყავი და...

-დაიცა რაა?-წამოვიყვირე

-დამშვიდდი რენმა ჩაგაცვა-სიცილით მომიგო, იდიოტი

-უნდა წავიდე-ვთქვი მტკიცედ და ავდექი

-მე წაგიყვან

-არ მინდა

-აბა გირჩევნია ღამის 4 საათზე ფეხით მარტო წახვიდე?

-ჯანდაბას! კარგი

საცხოვრებელში მალე მივედი, შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი... ლაპარაკი მინდოდა, ლილას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი

-მოიცა ეგ ფინი სიმპათიურია?

-კარგი რა ლილაა!

-რა კარგი რა, კაი ტიპი მომეჩვენა

-აი მე კი არა

-ნუ ხარ უმადური!

-უმადური არ ვარ უბრალოდ არ მომწონს, რაღაცნაირი ბიჭია!

მალე გავუთიშე, ძალიან დაღლილი ვიყავი და მკვდარივით ჩამეძინა

-ნუკა!-დილით ყვირილი მაღვიძებს

-რა მოხდა რენ?-ვკითხე მთქნარებით

-როგორ თუ რა მოხდა, ნახევარი საათია გაღვიძბ გული გამისკდა

-რომელი საათია?

-სამი... შუა დღის სამი საათია!-მითხრა გაბრაზებით

-ღმერთო ჩემო-ვთქვი ქართულად-ამდენი ხანი როგორ მეძინა?

-მეც ეგ მიკვირს

მთელი დღე შეუძლოდ ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა და გუშინდელზე ვფიქრობდი. „რა მჭირს? რატომ წამივიდა გული? ნუთუ ესე მარტივად დავთერი?" ფიქრები არ მასვენებდა და გადავწყვიტე ჩემს ექიმთან დამერეკა საქართველოში

-ძვირფასო, გულის წასვლა და სისუსტე გემაგლობინის ნაკლებობის ბრალიც შეიძლება იყოს, რამე სერიოზულია?

-არა, არა მეგობარია ცუდად და

-ალერგიული ხომ არ არის? -კი ალერგიული ვარ-შეიძლება რამე წამალი მიიღო და ამის გამოა ცუდად

-მადლობა მანანა ექიმო

წამალი? ნუთუ იმ ჭიქაში... არა არა სისულელეა, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, ალბათ გემაგლობინი მაქვს დაბალი.

მთელი დღე ოთახში გავატარე, უეცრად რენი შემოვარდა გახარებული, წინ დამიჯდა და საუბარი დამიწყო

-მოკლედ ბავშვები ასპენზე მივდივართ-მითრა ბედნიერი სახით და ჩემგან პასუხს ელოდა

-სად?

-ასპენი! სამთო-სათხილამურო კურორტია, ძაან ლამაზია,მაგრად მოგეწონება-რენის ნათქვამზე ბაკურიანი გამახსენდა და თითქოს წასვლა მომინდა-აბაწამოხვალ?

_____________________

აბაა ფინი როგორ მოგწონთ?😂

მადლობა რომ კითხულობთ, ვეცდები ხშირად დავდო 🥰

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now