10

1.2K 71 11
                                    

-ბაბუაშენი... გარდაიცვალა-თქვა მამამ დამწუხრებული სახით. მამას და ბაბუას არასდროს ჰქონიათ ტკბილი მამა-შვილური ურთიერთობა, ალბათ ამიტომაცაა მამაჩემი ასეთი კარგი მამა. თუმცა გურამი ძალიან მიყვარდა-მე და დედაშენს საფრანგეთში გვიწევს წასვლა-ბებია და ბაბუა საფრანგეთში მას შემდეგ ცხოვრობენ, რაც მამა და დედა დაოჯახდნენ. როგორც მიხვდით ქორწინების წინააღმდეგი იყო და იშვიათად ჩამოდიოდნენ.

-რაა?? რას ამბობთ...მეც მოვდ

-შენ არსად არ წამოხვალ-არ დამაცადა დედამ-კარგად იცი, შენი დატოვება უფრო გვაწუხებს ვიდრე ეს ამბავი, თუმცა ვერ წამოხვალ...მხოლოდ ოთხი დღით მივდივართ

შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა, ვახშმის შემდეგ ჩემს ოთახში შევედი, ფანჯრიდან, რომელიც მთელს კედელს მოიცავდა ფარდები გადავწიე და დავინახე ჩემი საყვრელი „ეიფელის კოშკი" და მთელი თბილისის ხედი...ჩემი ოთახიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა... საწოლში შევწექი და ხედის ცქერა დავიწყე, მეწყინა ბაბუას სიკვდილი, თუმცა ძალიან არ განვიცდიდი... ალბათ იმიტომ რომ მივეჩვიე, იმ წესს, რომ სამყაროში ყველას ადგილი არაა და ვიღაცას აუცილებლად დავკარგავთ, თუმცა ამისთვის ძლიერები უნდა ვიყოთ... მხოლოდ ამიტომ მიყვარს ჩემი წარსული

დილით შუშებიდან შემოპარულმა მზის სხივებმა გამაღვიძა.ტელეფონს დავხედე 6:30 საათი იყო...ოხხ როგორ დამავიწყდა ფარდების ჩამოფარება. ავდექი, ჩემი საწოლის წინდებით დავიწყე ტანტალი. ამას დედაჩემთან ერთად ვერ ვაკეთებდი...რა კარგია თავისუფლება. ყავა მოვიდუღე, მოვწესრიგდი და აივანზე გავედი. საქანელაში ჩავჯექი, ფეხები მოაჯირზე შემოვალაგე და ყავას შევექცეოდი... დრო მალე გავიდა, შიგადაშიგ დედა ტელეფონით მამოწმებდა.ჩავიცვი და უნივერსიტეტში წავედი ორი ლექცია მალე გავიდა... მე ლილამ და კატომ სემინარის გაცდენა გადავწყვიტეთ და ერთ-ერთ ახლომდებარე კაფეში წავედით

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now