დილით ძალიან ადრე გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ და ავტობუსში ჩსხდომა დავიწყეთ. მე მძღოლის უკან ფანფჯრის მხარეს დავჯექი, ყურსასმენები ამოვიღე, Artificial love ჩავრთე და თავი ფანჯარას მივადე. თვალები რომ გავახილე ბავშვები უკვე ჩადიოდნენ, ფანჯარაში გავიხედე და მივხვდი, რომ მალე გავიყინებოდი, ვერ ვიტან სიცივეს.
დიდი სასტუმრო დაგვხვდა, მაგრამ სამ-სამად განაწილება მოგვიწია. მე რენი და რიკი ერთ ნომერში მოვხვდით, ნამდვილად არ მინდოდა მათთან ერთად, განსაკუთრებით რიკისთან, თუმცა ახალი ხალხის გაცნობა არასდროს მყვარებია.
ნომრის თვალიერება დავიწყე და მგონი მომეწონა კიდეც. განსაკუთრებით დიდმა ფანჯრის რაფებმა მომხიბლა, წარმოვიდგინე როგორ ვზივარ რაფაზე და ვაკეთებ ჩანახატებს, მაგრამ მერე მახსენდება მეზობლები და ისევ ცუდ გუნებაზე ვდგები.
-საჭმელად მივდივართ, არ წამოხვალ?-თავი შემოყო ოთხში რენმა
-წადით და მეც მოვალ-ხელით ვანიშნე გასულიყო
უკან რომ დავბრუნდით უკვე დაღამებულიყო, ფანჯარასთ მივედი და ხედით ტკბობა დავიწყე, მომწონდა ეს ადგილი, რაღაცით ბაკურიანს მაგონებდა.
ვერ ვიტყვი ფხიზელი ძილი მაქვსთქო, თუმცა იმ ღამით როგორც ჩანს კარგად არ დამეძინა. შუა ღამისას ფანჯარასთან რაღაც ხმები შემომესმა. ისევ იმ აზრზე ვიყავი, რომ ჩემი მეზობლები სერიული მკვლელები იყვნენ, ამიტომ შემეშინდა თუმცა გავბედე და ფანჯარაში გავიხედე
-აქ რას აკეთებ?-ჩურჩულით დავუყვირე ფანჯარასთან მდგარ ფინს
-უნდა მოგიტაცო-საკმაოდ ხმამაღლა მოუვიდა
-ჩშშშშ!! გაგიჟდი? წადი დაიძინე-ფანჯრის დახურვა ვცადე, თუმცა ხელი შემიშალა
-გამოდი, გავისეირნოთ
-არა, არ მინდა
-დარწმუნებული ხარ? გამოდი, გამოდი თორე ოთახი გაცივდა
-ოოოხ-დავიწუწუნე, ჰუდი გადავიცვი და ფანჯრიდან ფინის დახმარებით გადავცოცდი
-მოგეწონა ასპენი?-უხერხული სიჩუმე მან დაარღვია
-არაუშავს-ვუპასუხე და უეცრად სახეზე სიცივე ვიგრძენი და მივხვდი, რომ გუნდა მესროლა
-ასე არა?-თვალები ნახევრად მოვჭუტე და მეც გუნდების სროლე დავიწყე
უეცრად ფეხებში მწვდა, მხარზე გადამიწვინა და თოვლში ჩამაგდო, სიცილს ვერცერთი ვიკავებდით. შემდეგ ისიც გვერდით მომიწვა და ორივემ ანგელიოზების კეთება დავიწყეთ. იმ ღამეს მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, თითქოს იყო ისეთი რამ მასში, რაც მიზიდავდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვყოფილვარ.
მეორე დღეს თავს უცნაურად ვგრძნობდი, თითქოს არ მომწონდა ის გრძნობა რასაც ფინის მიმართ განვიცდიდი, ცუდი წინათგრძნობა მქონდა, ამიტომ თავს ვარიდებდი. სათხილამუროდაც არ წავსულვარ, გარეთ დავხეტიალობდი და ვფიქრობდი, უკვე აღარ მინდოდა აქ გაჩერება, საქართველო მენატრებოდა, ქართულად საუბარი მენატრებოდა.
სასტუმროში ჭამის დროს დავბრუნდი, სასაუზმე ოთახში "მეგობრებს" მივუჯექი. ფინი გვიან შემოვიდა, ვიღაც გოგოსთან ერთად და ჩემს წინ დაჯდა
-ემაც ჩამოსულა-გავიგე ჩემს გვერდით ჩრჩული
-როგორ უხდებიან-ეს დიალოგი უკვე მაღიზიანებდა, ავდექი და წამოვედი. ნომერში ავედი და მეზობლებიც შემოვიდნენ
-ასე რატომ იქცევი?-მომიახლოვდა რიკი
-მაინტერესებს რა არ მოგეწონა-თვალები ავატრიალე და მეც მივუახლოვდი
-ერთ ნომერში მოვხვდით, გვეგონა დავახლოვდებოდით და გავარკვევდით ჩვენს შორის უსიამოვნებას. შენ კი გვაიგნორებ
-ჭიქაში რამე ჩამიყარე?-ვკითხე პირდაპირ
-რაა?-ორივემ ერთხმად წამოიყვირა
-წვეულებაზე, ჭიქაში რამე ჩამიყარე?
-ღმერთო ჩემო , არა! ეს რატომ უნდა გა,ეკეთებინა?
-აბა რატო, გადაწყვიტე იმ დღეს, რომ უნდა გვემეგობრა?
-სასმელი ფინმა დაასხა!-დამიყვირა და საწოლზე ჩმოჯდა
-რა?-ვერ მივხვდი რა მეფიქრა, მეც მივუჯექი-ბოდიში-მხოლოდ ამის თქმა შევძელი
_____________________
მიხარია თუ მოგწონთ😊 არ დაგავიწყდეთ დავოუთება🥰
YOU ARE READING
•ეს ამად ღირს• დასრულებული✔
Romance"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ იყო ცალმხრივი. " მიუხედავად ამდენი ტკივილის, სირთულის და იმედგაცრუებისა, ღირს ცხოვრების გაგრძელება...