სასტუმროში დავბრუნდი, გული ცუდს მიგრძნობდა. ოთახში შევვარდი და კარი მაგრად მივიჯახუნე. რა გჭირს სანდრო! რა ხდება შენს თავს! მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. თავი ეჭვებით და ფიქრებით დამძიმებული მქონდა. მისი დანახვის დღიდან გულში რაღაც ნაპერწკალი გამიჩნდა, რომელიც ასე გაღვივდა, ნუთუ მისთვის არაფერს ნიშნავდა ჩემი გრძნობები, ნუთუ თავად არაფერს გრძნობდა. რამდენჯერაც საუბარი დავაპირე, ან ნამიოკებით მელაპარაკებოდა ან ყველაფერი ჩხუბით დამთავრდა. საწოლზე დავწექი და სრულიად უმოძრაოდ დიდხანს ვიწექი. არც საჭმელად წავსულვარ. მალე დაღამდა და ოთახში ლილა შემოვიდა. ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა და თავი მოვიკატუნე, თითქოს მეძინა. პიჟმოები ჩაიცვა და თვზე დამადგა
-გძინავს?-დამაკვირდა-ვიცი, რომ არ გძინავს! არ გთხოვ არაფრის მოყოლას, დაისვენე-ლოყაზე მაკოცა და თავადაც დაწვა
დაისვენე...დაიძინე...არ იფიქრო...ნუთუ შესაძლებელია ღამით, მთვარის და ვარსკვლავების თანდასწრებით არ იფიქრო და დაიძინო. ღამის სამი საათი იყო და ჯერ კიდევ ფხიზლად ვიწექი. წამოვჯექი...ავდექი და პლედი მოვიხურე, დაბლა ჩავედი, ჩაი გავიკეთე და აივანზე გავედი, ულამაზესი ადგილი იყო ღამითაც კი, გრძელი, ლამაზი, კომფორტული ჰამაკი ავარჩიე და ჩვწექი. ფიქრებმა გამიტაცეს, რაღაცნაირად სიმშვიდეს ვგრძნობდი, უცნაურ სიმშვიდეს, თანდათან აღმაფრენასაც და დაღმაფრენასაც. გარშემო ისეთი სიმშვიდე იყო, რომ მაშინებდა. მთვარე ცინიკურად გადმოგვყურებდა...თითქოს იცოდა რაც გველოდა, თითქოს დაგვცინოდა ჩვენი მდგომარეობისგამო. ფეხის ხმა გავიგე და ზედმეტი კითხვაც არ დამჭირვებია
-სანდრო რა გინდა?-ვკითხე მობეზრებულად
-შეგიძლია ცოტა ხნით დაივიწყო მომხდარი? საერთოდ დაივიწყე, რომ მიცნობ!-მითხრა მშვიდად, ამ ორ წინადადებას მთელი სული ამოაყოლა. ჰამაკთან ახლოს მოვიდა, მეც მივხვდი და ჩავიწიე, თავადც გვერდით მომიწვა, თავი ჩემს მკერდში ჩარგო და მომეხუტა...უსიტყვოდ ვგრძნობდი, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა...ვხვდებოდი კარგად ვერ იყო. ჩამეძინა...ღრმად ჩამეძინა...იმდენად კარგად, რომ გამოღვიძება აღარ მინდოდა...
YOU ARE READING
•ეს ამად ღირს• დასრულებული✔
Romance"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ იყო ცალმხრივი. " მიუხედავად ამდენი ტკივილის, სირთულის და იმედგაცრუებისა, ღირს ცხოვრების გაგრძელება...