22

1K 70 8
                                    

   თავი საშინლად ამტკივდა, თავბრუს ხვევაც ვიგრძენი და წაოვდექი

-საით?-მკითხა სანდრომ

-შიგნით შევალ

სახლში ძლივს შევედი, რომელიღაც ოთახში შევვარდი და საწოლზე დავეხეთქე, თავი დავდე თუ არა ჩამეძინა.

საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, უკვე გათენებულიყო, სახლში საოცარი სიწყნარე იყო. არ მახსოვდა გუშინდელი საღამო, არ მახსოვდა სქესის გაგების ცერემონია, არაფერი არ მახსოვდა იმ უცნობი ტიპის გარდა. ავდექი და მისაღებში გავედი, სადაც არავინ დამხვდა

-ჰეიი!-დავიყვირე და თვალი მოვავლე გარემოს-იმედია აქ მარტო არ დამტოვეს-ჩავილაპარაკე, უკან მოვიხედე და სავარძელში მჯდარი სანდრო შევნიშნე, შემეშინდა და შევხტი, სანდრომ ცინიკურად ჩაიცინა-აქ რას აკეთებ? დანარჩენები სად არიან

-ანდრიამ სტუმრები წაიყვანა და თვითონაც წავიდა, შენ კი ვერ გაგაღვიძეთ და მთხოვა მოგვიანებით წამეყვანე-ირონიული ღიმილით მელაპარაკებოდა, ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს მაგრად ვეკიდე, რაც საშინლად მაღიზიანებდა

-კარგი! მაშინ წავიდეთ-თვალს ვარიდებდი და აქეთ - იქით დავდიოდი

-როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა და გარეთ გავედით

მანქანაში ჩავსხედით, თავი საშინლად მტკიოდა, სინდისის ქენჯნაც არ მასვენებდა გუშინდელის გამო, ამიტომ საშინელ ხასიათზე ვიყავი

-არ დაძრავ მანქანას?-შევუბღვირე სანდროს

-კარგად ხარ?-მიპასუხა უხეშად და ჩემსკენ შემოტრიალდა

-კი! უბრალოდ თავი მტკივა

გასაღები გადაატრიალა, მანქანა დაიძრა და ისევ ჩაქვრა, შემდეგ ისევ გადაატრიალა და ისევ ჩაქვრა

-იქნებ მიხვდე და შეამოწმო რა სჭირს!

-იქნებ თავის ტკვილმა მაინც შეძლოს შენი გაჩუმება! საწვავი არაა

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now