მაღვიძარამ დარეკა, ბოლო დროს დილით ადგომა ძალიან მიჭირს, ალბათ იმიტომ რომ არ მინდა უნივერსიტეტში წასვლა, არ მინდა იმ სურათის დანახვა რაც იქ დამხვდება...
-დღეს ბოლო დღეა!-საკუთარ თავს ვამხნევებდი და საწოლიდან ავდექი
კედელს გავხედე, ნახატი დავინახე, ნუკის ნახატი, ნახატი რომლის დანახვისას ტკივილის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი...ახლა?! ახლა ნუკის ვგრძნობ, ჩემს ნაწილს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ის ჩემში ცხოვრობს...სწორედ ამიტომ ვაგრძელებდი სიცოცხლეს. როდის წყდება სიცოცხლე? როდის ჩერდება გული? ბევრჯერ მიფიქრია სიკვდილზე...ნეტავ როგორ მოვკვდები? ადრე მეგონა რომ სიკვდილი გამოსავალი იყო, ახლა ვხვდები რომ ეს ასე არაა, და ეს სანდროს წყალობითაა, ვხვდები რომ ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა...იმდენად დიდს რომ ცხოვრებაზე აზრიც კი შემიცვალა და როგორ უნდა დამეჯერებინა, რომ ჩვენს შორის არაფერი იყო?! მეშინოდა...მეშინოდა, რომ ჩემს ნდობას ბოლომდე გაანადგურებდა, იმედს გამიცრუებდა და გრძნობებს მომიკლავდა, თუმცა რაც არ უნდა ექნა მელანოსთან, ეს აზრს არ მიცვლიდა...მაინც ვგრძნობდი ამას.
თავისუფლად ჩავიცვი და მანქანით უნივერსიტეტში მივედი, ბავშვები არ მინახავს, პირდაპირ აუდიტორიაში შევედი. სემინარები რომ დამთავრდა, სახლში წასვლას ვაპირებდი და უეცრად დერეფანში ანდრიამ გადამხვია ხელი და გამომყვა
-როგორ ხარ?-ლოყაზე მაკოცა
-კარგად-მოკლედ მოვუჭერი
-მოიცა, მოიცა-კართან მისული შემაჩერა და თავადაც გაჩერდა-სახლში მიდიხარ?
-ჰო?!
-კაი...მარა დღეს არდადეგები იწყება და ავღნიშნავთ...ჰო მოხვალ?!-თავდიან ჩავფიქრდი, წასვლის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ რატომაც არა! სწორედაც უნდა წავიდე და გავერთო
-კი მოვალ-თბილად გავუღიმე
-მისამართი სულელო?-მომაძახა კარიდან
YOU ARE READING
•ეს ამად ღირს• დასრულებული✔
Romance"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ იყო ცალმხრივი. " მიუხედავად ამდენი ტკივილის, სირთულის და იმედგაცრუებისა, ღირს ცხოვრების გაგრძელება...