18

1.1K 66 18
                                    

  ბასილისა რემოს, ბასი რემოს და უბრალოდ ბასი, ჩემი ბერძენი „მეგობარი", გახსოვთ ვახსენე სტუმარი, რომელიც გაცვლითი პროგრამით იყო ჩვენთან. როგორც მამამ მითხრა ბრუნდებოდა და პირდაპირ სოფელში მადგებოდა თავზე. წარმოიდგინეთ მხიარული, სიცოცხლით სავსე, გიჟი ადამიანი, სრულიად უკომპლექსო, მოურიდებელი და ყველაფერზე წამსვლელი, გოგო რომელიც ეწევა მოსაწევს და ერთობა ბიჭებთან. არ მომწონდა ბასი, რადგან როდესაც მე ნუკის მივტიროდი, ის კაიფში იყო და ერთობოდა. ყველაფერი ეკიდა, მხოლოდ თავისი თავისთვის ცხოვრობდა. დასახვედრად გოგოები წავედით. ავტობუსი მალე გაჩერდა და გიჟივით გადმოვიდა ბასილისა. მოკლე შორტები და ტოპი ეცვა, ბოლოს რომ ვნახე შავი თმა ჰქონდა, ახლა კი ქერა და ბოლოებში ვარდისფერი. პირსინგიც გაუკეთებია ცხვირზე და ჭიპზე. ჩემოდანი ჩამოიტანა და ძლიერად მომეხვია

-როგორ მომენატრე-მითხრა გატეხლი ქართულით

-მეც ძალიან-თითქოს მართლა მომნატრებოდა

-ესენი?-საშინელი აქცენტი ჰქონდა, მაგრამ რას ვიზამდით

-ეს კატოა, ეს კი ლილა-გავაცანი გოგოები-გოგოებო ეს ბასილისაა

-ბასი-ორივეს მოეხვია-აბაა! დამათვალიერებინეთ სოფელი-ტაში შემოკრა

სახლში მივედით, დავისვენეთ, ვჭამეთ და საწოლებზე წამოვწექით

-საშინლად ცხელა!-წუწუნებდა კატო

-აუ წამო რა მდინარეზე წავიდეთ-თქვა ლილამ და ლეკვისთვალებით შემომხედა

-ჰო წავიდეთ რა-ბასიც მათ აყვა

მდინარეზე წავედით, ბავშვებს ბასილისაც გავაცანით და კარგადაც გაუგეს ერთმანეთს. შემცივდა და ნაპირზე ამოვედი. გოგოები წყალში იყვნენ, ბასილისა კი ყველა ბიჭს ეფლირტავებოდა. უეცრად ნინი მოვარდა ჩემთან

-ახალი ამბავი მაქვს-მითხრა აღფრთოვანებულმა

-აბა გისმენ

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now