მანქანასთან ორი გოგო დგვხვდა, თავიდან ვერ ვიცანი შემდეგ კი გამახსენდა მელანო და მისი დაქალი ანა. მელანო და ანა ყველაზე სწერვა გოგოები იყვნენ მთელს უნიში, ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლიდი, ორივე მაღიზიანებდა და გამიკვირდა იქ რატომ დაგვხვდნენ
-აუ ამდენი ხანი სად ხაარ-კევის ღლაჭუნით ჰკითხა სანდროს მელანომ
-ჩასხედით-თქვა სანდრომ და საჭესთან დაჯდა, ჩემი მანქანა მშობლებთან დავტოვე, არ მინდოდა ჩხუბის შემდეგ მისი წამოყვანა
რა თქმა უნდა წინ დავჯექი, მელანო აპირებდა, თუმცა ანასთან დაჯდომა ნამდვილად არ მინდოდა.
-არ იტყვი სად მივდივართ?-სანდროს გავხედე
-მართლა არ იცი?-გაკვირვებით გამომხედა-ანდროსთან აგარაკზე საგურამოში, სადაც ბავშვები არიან
-დაიცა საგურამოში წავიდნენ? არა ლილამ კი მითხრა ანდროსთანო მაგრამ ეგ ვერ ვიფიქირე
-აუუ სანდრუშ, ცოტა ნელა ატარე რაა-მელნაომ ისევ გააღო თავისი გესლიანი პირი, ამ ადამიანის სუნთქვაც კი მაღიზიანებდა
-აუუ ჰო რა სანდრუშ, გოგოები გვისხედან და ცოტა ნელა!-მელანოს იმიტაცია გავაკეთე და საყვარლად გავხედე სადნროს,ორივეს გაგვეცინა
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა, მიყვარს წინა სავარძელზე ჯდომა და გზის ყურება, გზის რომელიც თითქოს უსასრულოა, თითქოს დამთავრებას არ აპირებს, ნეტავ ცხოვრებაც ასეთი გრძელი იყოს, როგორიც გზაა. მაგნიტაფონი ჩავრთე და The neighbourhood-sweater weather ჩაირთო, ის მუსიკა, ანდრიას ქორწილში რომ იყო ჩართული, ის მუსიკა, რომელზეც სანდრომ პირველად მაკოცა...ამის გახსენებაზე ჩამეღიმა, ავფორიაქდი, სანდრომ გამომხედა და ეშმაკურად გამიღიმა, ნერვები მომეშალა და გამოვრთე. ისევ ჩემს ფიქრებში გავერთე სანამ ანას ხმამ არ გამომაფხიზლა, მეგონა ლაპარაკი არ იცოდა
-დაიცა და თქვენ ერთმანეთის ვინ ხართ?-სანდროს მეც ინტერესით გავხედე, მართლა მაინტერესებდა რას იტყოდა. მანაც ჯერ მე გამომხედა, შემდეგ კი სარკიდან ანას მიაპყრო მზერა
YOU ARE READING
•ეს ამად ღირს• დასრულებული✔
Romance"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ იყო ცალმხრივი. " მიუხედავად ამდენი ტკივილის, სირთულის და იმედგაცრუებისა, ღირს ცხოვრების გაგრძელება...