-ანუ ვიღაც უცნობიც მოიყვანე-ვუთხარი და ცალი წარბი ავწიე
-ჯერ ერთი არ მომიყვანია, ეხლა მოვა და მეორეც უცხო არაა...ჩვენი მეგობარია-მითხრა და ჩიფსები გაიტანა
-ნუკაა!!-გავიგე კატოს ხმა-გამოდი ვიღაც უნდა გაგაცნოთ-მეც გავედი, ძალიან მაინტერესებდა სანდრო ვინ იყო-გაიცანი ეს სანდროა...სანდრო ეს ნუკაა-ხელით მანიშნა იმ ბიჭზე, რომელმაც ცოტახნის წინ კინაღამ მომკლა და ესეც არ იკმარა
-ოჰ როგორი არასასიამოვნო სიურპრიზია-თქვა და ძალიააან გაიღიმა-ჩემთვისაც-ჯერ კიდევ გაოცებულმა ვუპასუხე და ირონიული ღიმილიც არ დავაკელი
-სახეზე რაღაც გაქვს-მითრა ისევ ირონიულად, შემდეგ ამათვალიერა და ჩაიცინა-მგონი ტანსაცმელზეც
-ლილას უმადლოდე, რომ ესეთ ფორმაში მნახე-თვალები დავაწვრილე და გავიღიმე-თორემ ესე ჩაცმულს მხოლოდ შენს წარმოსახვაში მნახავდი
-დამიჯერე ჩემს წარმოსახვაში სხვანაირად ხარ ჩაცმული-თქვა და ისევ ირონიულად გამიღმა... მისმა სიტყვებმა დამაბნია
-უკვე ჩემზე ფიქრიც დაგიწყია-მაინც არ დავტოვე უპასუხოდ
-რა თქმა უნდა ბეიბ-ამ უკანასკნელზე გამაჟრიალა...საერთოდ ეს რა მიმართვაა??
-გეყოთ ერთმანეთის ჭამა, თორემ სასუსნავებისთვის ადგილი აღარ დაგრჩებათ-თქვა კატომ და ყველას სიცილი აუტყდა
ბავშვებმა ფილმი ჩართეს, მე კი გამოსაცვლელად წავედი, ოთახში შევედი და კარადიდან ტანსაცმელები გამოვიღე, რომ უეცრად კარი გაიღო
-უიი! სააბაზანოს ვეძებდი-თქვა სანდრომ, ყალბი დამწუხრებული სახით... ოთახში შემოვიდა და კარი დახურა. გაოცებული ვიდექი და ვუყურებდი-ვაუუ!-თქვა როდესაც კედელზე ნახატები შენიშნა... ოთახს თალე შეავლო-ლამაზი ოთახია-თქვა და „თბილისი ღამით"-საც მიუახლოვდა
-ვერ ვიტან, როდესაც ვიღაც ჩემს ნახატებს ათვალიერებს, მითუმეტეს ჩემს ოთახში-ვუთხარი და ჩემს დაუსრულებელ ნახატს ჩამოვეფარე. სანდრო თვალებში მომაშტერდა და მომიახლოვდა... შემდეგ უფრო მომიახლოვდა, სუნთქვა შემეკრა ვერ ვხვდებოდი ეს ბიჭი ასე რატომ იქცეოდა და ჩემზე ასე რატომ მოქმედებდა... მზერა თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა... ხელი წამოიღო და ტუჩის კუთხიდან საღებავი მომაშორა, დასვრილ თითზე დაიხედა, გაიღიმა და ყურში ჩამჩურჩულა
YOU ARE READING
•ეს ამად ღირს• დასრულებული✔
Romance"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ იყო ცალმხრივი. " მიუხედავად ამდენი ტკივილის, სირთულის და იმედგაცრუებისა, ღირს ცხოვრების გაგრძელება...