დიდ გაურკვევლობაში ვიყავი, არ მინდოდა ვინმესთვის რამე დამებრალებინა, თუმცა არ მჯეროდა რიკის სიტყვების. ბოლო ერთი კვირაც ასე უინტერესოდ გავიდა.
-იქნებ უბრალოდ დაელაპარაკო?-მითხრა ლილამ.
-არა, ვერ დაველაპარაკები და ეს იცი... რა ვუთხრა? ჩემი მოწამვლა გინდოდათქო?-საწოლზე დავწექი, ფეხები კედელზე შემოვალაგე და გავაგრძელე მასთან საუბარი
-არ ვიცი რქა გითხრა...-ლილაც დაიბნა
-ეჰჰ-ამოვიოხრე ხმამაღლა-კარგი მე უნდა წავიდე, სამეცადინო მაქვს...გკოცნი-ტელეფონი გავუთიშე
სამეცადინო მაგიდასთან დავჯექი და წერა დავიწყე, უეცრად ხელზე ნაიარევი შევნიშნე, თითი გადავიტარე და გამახსენდა მთელი ის ტკივილი რასაც მაშინ განვიცდიდი, ნუთუ სუიციდი საუკეთესო გამოსავალი არ არის? ნუთუ ეს ყველაფერი, მთელი ეს ტკივილი სიცოცხლედ ღირს? ეს ამად ღირს? საერთოდ რატომ ვცოცხლობთ, თუ ბოლოს მაინც მოვკვდებით? ჩემს თავთან უამრავი კითხვა მქონდა, რომლებსაც პასუხს ვერ ვუძებნიდი
***
გადიოდა დრო და ფინს ისევ თავს ვარიდებდი, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ კარგი ადამიანი იყო, რომ არ იყო ისეთი ცუდი როგორიც ჩანდა, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო, თუმცა რამდენად მართალი ვიყავი მაშინ? ეს ახლაც არ ვიცი
ერთ დღეს მომბეზრდა ყოველდღიური რუტინა და გასეირნება გადავწყვიტე, ზამთარი იწურებოდა, მაგრამ გარეთ მაინც ციოდა, თბილად ჩავიცვი და უცნობ გუჩებში ხეტიალი გადავწყვიტე. Google map-ის წყალობით არ შემშინებია დაკარგვის. პარანოიკი ვარ, თუმცა ფეხის ხმა მართლა მესმოდა, ძალიან დავიძაბე, ვხედავდი ჩემს უკან მდგარი ადამიანის ჩრდილს, არ ვიცოდი რა მექნა... გავჩერდი და მოძრაობა შევწყვიტე. სილუეტი თანდათან მიახლოვდებოდა... მიახლოვდებოდა.... და როდესაც საკმარისად ახლოს იყო, შევტრიალდი და ჩანთა თავში ჩავარტყი... მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ჩემს წინ ჩკეცილი ფინი... დიახ ფინ მაკლარენი
-ჯანდაბა! ფინ კარგად ხარ?-დავიყვირე მე-არ იცი რომ გოგოებს უკნიდან არ უნდა მიეოარო?
-ახლა მეცოდინება-მითხრა და გასწორდა
-ძაან გეტკინა?
-არაა-გაეცინა ისევ
-გაგიმართლა, რომ მუშტი არ დაგარტყი-ორივემ სიცილი დავიწყეთ
-აბა, აქ რას აკეთებ?-მკითხა და სიარული დაიწყო
-ვსეირნობდი-ვუპასუხე და მეც გავყევი-შენ?
-ემასთან ვიყავი
-ოჰოო! აქ ცხოვრობს?-რა თქმა უნდა ნათქვამი მეწყინა
-სჯობს იმაზე ვილაპარაკოთ თუ რატომ არ შევხვედრილვართ აქამდე?
-ალბათ ვერ დავემთხვიეთ-ვუთხარი და თავი ჩავხარე
-დამცინი?-ჩაეცინა-რატო გამირბიხარ?
-არ გაგირბივარ!-ვუთხარი მტკიცედ-და საერთოდ პასუხს რა უფლებით მთხოვ?
-როგორ თუ რა უფლებით?
-ჰო რა უფლებით?! მომისმინე ფინ-გავჩერდი და ისიც გაჩერდა-მე შენი გასართობი ნამდვილად არ ვარ, ვერ ვხვდები თუ ემა გიყვარს ჩემთან რა აგკარგვია?
-ვინ თქვა რომ ემა მიყვარს?-წარბები აათამაშა
-ღმერთოოოო-წამოვიძახე ქართულად
-რა თქვი?!-გაუკვრიდა და წარბები შეკრა-არაფერი!-ვუთხარი და გზა გავაგრძელე. ისიც გამომყვა
-დარჩი მარტო მინდა წასვლა და საერთოდ ჩემგან თავიშორს დაიჭირე!-დავუყვირე და შევტრიალდი, როდესაც მაჯაში ხელი ძლიერად მომიჭირა მისკენშემატრიალა და მაკოცა...შეწინააღმდეგება ვცადე თუმცა ამაოდ, როდესაც გამიშვა თვალებშიცაღარ შემიხედავს და პირდაპირ სტუდსაცხოვრებლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი.
_________________
დამიკომენტარეთ თქვენი შთაბეჭდილებები❤ თუ მოგწონთ გაუზიარეთ მეგობრებს🥰 მადლობა რომ კითხულობთ🥺❤❤
YOU ARE READING
•ეს ამად ღირს• დასრულებული✔
Romance"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ იყო ცალმხრივი. " მიუხედავად ამდენი ტკივილის, სირთულის და იმედგაცრუებისა, ღირს ცხოვრების გაგრძელება...