- რამოხდა? ისევ ნამტირალევი რატომ ხარ? - ჩემი მეგობარი ლუნა დამიჯდა გვერდით
- იდიოტია ნამდვილი - ტირილით ვუთხარი და ლუნას ჩავეხუტე
- ისევ იჩხუბეთ???
- არა დავშორდით საბოლოოდ!!! ნამდვილი ნაძირალა ფლეიბოი იდიოტია ისევ მისი სათამაშო გავხდი
- გაფრთხილებდი მაგრამ შენ არასდროს მიჯერებდი. გეუბნებოდი ჯინს დაშორდითქო.
- კარგი რა ისედაც ცუდად ვარ - ცრემლები მძიმედ მოვიწმინდე
- ვიცი მია მაგრამ ეგრე ჯობია - მითხრა და ჩამეხუტა - ვერ ვხვდები ესე როგორ შეგაყვარა მაგ იდიოტმა თავი
- არვიცი........ - დიდხანს ვლაპარაკობდით მე და ლუნა თუმცა ხასიათზე მაინც ვერ მოვედი. ბევრი საუბრის შემდეგ სახლისკენ ავიღე გეზი. მალე მივედი მაშინვე დედა შემეგება
- ჩემი ლამაზი გოგო მოსულა - მითხრა და ჩამეხუტა
- გამარჯობა დედა - ვუთხარი და ოთახში ასვლა გადავწყვიტე. თუმცა ისევ დედამ შემაჩერა
- შვილო საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ჯონგოსთან გადავდივართ საცხოვრებლად
- ვიცოდი რაღაც გამეხარდებოდა - გაბრაზებულმა დედას პირდაპირ მივახალე და ოთახში ასვლა გადავწყვიტე მაგრამ დედას ცრემლნარევმა ხმამ შემაჩერა
- გთხოვ ჩემს გამო ნორმალურად მოიქეცი. დღეს მის ვაჟს გავიცნობთ და მათთან საცხოვრებლად გადავალთ ძალიან გამახარებ თუ კარგად მოიქცევი
- ვეცდები - ამჯერად ჩემს ოთახში ავედი კარი ხმაურიანად დავხურე და ლოგინზე გავიშოლტე. ესღა მაკლდა მშვენიერია ყველაფერთან ერთად ახალი მამაც დამემატა და მისი შვილიც ალბათ აუტანელი იქნება. მამა შვიდი წლის წინ გარდამეცვალა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი თუმცა ძალიან გამიჭირდა ეს ყველაფერი. ნელ-ნელა შევეგუე მამის დაკარგვას. თუმცა არასდროს არ მდომებია მამინაცვალი, მაგრამ ვიცოდი ეს დღე დადგებოდა დედაჩემი რამდენიმე თვეა ვიღაც კაცს ხვდება რომელსაც ცოლი გარდაეცვალა მაგრამ მისგან ვაჟი დარჩა. ამიტომ.დღეს მის გასაცნობად მივდივართ და ჩემი ახალი სახლიც გახდება. ყველაზე მეტად კი იქ წასვლა არ მინდა მითუმეტეს დღეს როცა ესე ცუდად ვარ ჯერ კიდევ ჯინს ვგლოვობ. არმინდა რამე ცუდად ვთქვა გაბრაზებულზე იქ და ვაწყენინო დედას.
YOU ARE READING
ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)
Fanfiction- მოკეტე შენი ნერვები არ მაქვს - როგორც ჩანს დედაშენმა არ იცის ჩვენზე....მე კი მეგონა დედიკოს გოგო იყავი - ამაზე ნერვები მომეშალა ახლოს მივედი და კბილებში გამოვცარი - მოგკლავ იცოდე ჩემგან თავი შორს დაიჭირე - რამდენიმე საათის წინ სანამ დავშორდებოდით...