პატარა კუპიდონი (2)

875 81 79
                                    

იუნგის ომეგა მამა და თეჰიონი რომ ოთახში შევიდნენ ბავშვებს უკვე ერთმანეთთან ჩახუტებულებს ეძინათ.

-პატარა სულელები,-გაეღიმა თეჰიონს და ჯიმინი ფრთხილად აიყვანა.

-თუ გინდა დატოვე ამაღამ და დილას მე წავიყვან სკოლაში.

-წავიყვან, როდესაც სახლში არაა ვღელავ.

-კარგი, როგორც გინდა. შემომიარე ამ დღეებში, ვილაპარაკოთ.

-ვეცდები, სამსახური მკლავს.

-ღამე მშვიდობის, ძვირფასო.- კაცმა თეჰიონი ღიმილით გააცილა. კიმმა ბავშვი უკანა სავარძელზე მიაწვიან და თავისი შარფი დააფარა, რომ არ შესციებოდა.

კორპუსთან მალე მივიდა უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ჯონგუკიც მაშინ მობოდიალობდა ბარიდან და შეესწრო როგორ ცდილობდა ომეგა ბავშვის გადმოყვანას.

-ჯიმინ, გაიღვიძე რა, საყვარელო.-ომეგა საკმაოდ ნერვიული ჩანდა, ცდილობდა ბავშვი გაეღვიძებინა რაფგან ისე ვერაფრით მოერია გადმოსაყვანად, ძალიან დაღლილი იყო.

-ჯიმინ, გაიღვიძე რაა...-ჯონგუკს მოეჩვენა, რომ ომეგამ ამოიტირა და გულრწფელად მოუნდა მისი დახმარება.

-დაგეხმარო?

-თუ არ შეწუხდები, ვერ გავაღვიძე.-ომეგას ხელები უკანკალებდა.

-ყვლაფერი რიგზეა,-გაუღიმა ალფამ,-მე გადმოვიყვან.-ჯონი მარტივი მოძრაობით შეძვრა ნახევარი ტანით მანქანაში და გადმოიყვანა მძინარე ჯიმინი.

თეჰიონმა მანქანის კარი დაკეტა და ლიფტი გამოიძახა, ჯერ ჯონი შეუშვა, შემდეგ თავადც შეუერთდა მათ. ჯონგუკს გაეღიმა. დაბალ ომეგას თავზე წითელი ბერეტი ეფარა, პატარა და სუსტ მხრებზე შავი მანტო ეცვა, ცოტათი დიდი ჰქონდა, მხრები ჩამოწელვოდა, ლამაზი სანახავი იყო. როგორც ჩანს, ომეგამ თავისი ზომა ვერ იშოვა. ჯონგუკმა წარმოიდგინა ამ ტანსაცმლის შიგნით რამდენად პატარა იყო ომეგას სხეული. ჯიმინს მის კისერში ეძინა. ბავშვის მშვიდი სუნთქვა ნაზად ელამუნებიდა კანზე, პატარა ომეგა ფეხებით ეჭიდებოდა ტანზე, ჯონგუკს ბავშვი წელითა და ზურგით ეჭირა და უღიტინებდა მისი ამონასუნთქი თბილი ჰაერი.

ჭირვეულიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang