ბიძია მამძუმი

891 68 41
                                    

-ყველაფერი ჩაალაგე?-თეჰიონი საქმიანი იერით შემოვიდა სამზარეულოში და ომეგას მკლავებზე ჩაფრენილ ბავშვებს დააკვირდა.

-რა ხდება მამი?-ალფა ხელებს შლის და ხუთი წლის ოქროსთმიანი ომეგა მკერდზე ეკვრის.

-ცვენ გადავჭყვიტეთ, მამი და მამიკო ალსად ალ მიდის.-ომეგა მოვარდისფრო პამპერსს უხეშად ექაჩება გვერდით რომ გაისწოროს და თეჰიონს ისე უყურებს გეგონებათ ახლა მსოფლიო შიმშილის პრობლემა გადაჭრა.

-ჩემო ცხოვრება, იცი როგორ გაერთობი ბიძიასთან?

-ბიძია მამძუმი ალ მინდა!-ომეგა გადაწყვეტილებაში მტკიცეა და არც მამის გაშვებას აპირებს.

-ე.ი ასე?არადა ნამჯუნს თქვენი წაყვანა ზოოპარკში უნდოდა, იფიქრა, რომ ნამდვილს ცხოლებს განახებდათ, იქნებ ზოოპარკში ნამდვილი ფლამენგოც გენახა.-ჯიმინის ოცნება ფლამინგოებთან ერთად ცხოვრებაა, პირველად ეს რომ გაიგო თეჰიონმა გული დასწყდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან გამოადგება.-კიდევ მას ძალიან უყვარს მარწყვის ნაყინი და ბანანიანი რძე, ვიფიქრეთ, რომ მასთან ერთ დღეს გაატარებდით და სახლში როცა მოხვიდოდით ერთად ვუყურებდით რაპუნცელს. დავურეკავ და ვეტყვი არ მოვიდეს.

-კალგი, მამი ასე ქენი.-ჯიმინის ერთადერთ ადგილას შეუძლია თავი დაცულად და ბედნიერად იგრძნოს და ეს მამის მკერდია.

   ნამჯუნი ცოტათი მართლაც აშინებს მას. ცეცხლი წაეკიდა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, როდესაც მის ჩაქრობას ცდილობდა ტაფაზე, ამავე დღეს თითი კინაღამ მოიჭრა დანით და სისხლიანი ხელით დარბოდა ოთახში. ყვირილისგან და ნამჯუნის სირბილისგან დაზაფრული ბავშვები ჯონგუკმა გაარიდა ცხელ წერტილს. ახლა კი ამ ცეცხლებიან კაცთან დარჩენა ჯიმინს საერთოდ არ ახარებს.

-აზრი არ აქვს, დილას გავეპაროთ და ეგაა.

  ნამჯუნი მანამ მოვიდა, სანამ ბავშვები გაიღვიძებდნენ. ჯონგუკი ნახევარ საათს უბარებდა რა უნდა ეჭმია და რომელი წამალი მიეცა ბავშებისთვის. ჯიმინი ცოტათი ავად იყო. 

ჭირვეულიWhere stories live. Discover now