კარზე გაბმული ზარის ხმა და ბრახუნი აიძულებს სწრაფად გაიქცეს. კარში მობანცალე თეჰიონი დგას და უცდის როდის მიაშველებენ ხელს თორემ იმ პატარა შემაღლებაზეც ვერ გადავა რკინის კარის ჩარჩო რომ ჰქვია. წარბი და ტუჩი გახეთქილი აქვს სისხლის მიღმაც ეტობა, რომ თვალი ჩალურჯებული და გასიებული აქვს.
-აქ რა გინდა?-ომეგა დაფეთებული ეკითხება და ცდილობს ის ღელვა არ შეიმჩნიოს, რომელიც უნებურად გაუჩნდა ალფას მიმართ.
-მომენატრე და მოვედი.-მოკლედ უჭრის კიმი და კარის ზღურბლს გადადის.
-ხომ გითხარი არ მინდა შენი ნახვა მეთქი? მთვრალი ხარ, საშინლად მთვრალი, ნაცემი და ცუდი სუნი აგდის.
-შემომიშვი, გუ. ძალიან მიჭირს დგომა და არამგონია ასათრევად მომერიო.-ომეგა კარში იწევა და საშუალებას აძლევს სახლში შევიდეს.
ჯონგუკს ერთოთახიანი ბინა აქვს, კოლეჯთან ახლოს, ძალიან მოსწონს თავისი პატარა ბუდე და დიდხანს აპირებს აქ ცხოვრებას.
-ვიბანავებ მე. .
-არა, წამოდი მე მოგეხმარები, მთვარალი ხარ.
-ჩემთან ერთად ჩაწვები წყალში?-ალფა იკრიჭება და გუკის მხარზე ათავსებს მძიმე ხელს.
-ჰო, ჩავწვები.-ბუტბუტებს ჯონი და მთვრალს აბაზანაში მიათრევს. ცდილობს ტანსაცმელი მანამ გახადოს სანამ ალფა დაეცემა და თან ავზს ავსებს თბილი წყლით.
-სად დაისვარე ასე? ან რაზე იჩხუბე?
-ეგ არ მახაოვს, პატარავ,-კიმი იღიმის და კიდევ ერთხელ აკეთებს შეხტომის მსგავს მოძრაობას თან ასლოკინებს..
-უპააუხისმგებლო, სულელი, ალფის სახელის შემარცხვენელი ხარ!-ჯონგუკი ილანძღება სანამ ბიჭს ვანაში მოათავსებს და დუშით წყალს მიუშვერს. ნელა ბანს გასისხლიანებულ სახეს და ცდილობს წყლისგან არ დაეწვეს.-ჩამოიბანე მიდი მე პირველადი დახმარების ყუთს მოვიტან.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ჭირვეული
Фанфикვანშოთების კრებული ჯონგუკი ომეგაა, რომელიც ვერ იტანს თავის ალფას, თუმცა თეჰიონის გარეშე სიცოცხლეც არ შეუძლია.