იმიტომ რომ ჩემი შვილი ხარ!

1.8K 135 23
                                    

-სქელტრაკა!
.
.
.
.
კიმ ჯიმინისთვის დღეები უსიამოდ გადის, სკოლა საშინელებაა, ჯიმინი მუდამ გრძნობს უკან მომყოლ დაცინვასა და ჩურჩულს. სხვა ომეგებს მასთან მეგობრობა საერთოდ არ უნდათ ჯიმინი ისეთივე გულჩათხრობილ პატარა ბიჭად დარჩა, როგორიც მამიკოს კალთაში გორავდა. კიმმა სნამდვილეში ძალიან ბევრი იშრომა, რომ ზედმეტსახელი მოეშორებინა და ახლა, თექვსმეტი წლის კიმ ჯიმინი მომაკვდავ, ანორექსიან სულს ჰგავს, სახელი მაინც შერჩა.

...

-მამიკო, სახლში ვარ.-პატარამ მხიარულად გახსნა კარი და ეცადა ისე შეპარულიყო ოთახში, რომ მამიკოს პირისპირ არ შეჩეხვოდა.

-მოდი ჩემთან,-გუკმა წინსაფარი მოიხსნა და ხელები ფართოდ გაშალა, ჯიმინი ჩახუტებისთანავე მიხვდა რომ მთელიდღეა ეს აკლია, მამიკოს თბილი ჩახუტება, გუკი ნაზად ეფერებოდა ბიჭის აბერეშუმის თმას და ლოყებს უკოცნიდა.

-იტირე, ჯიმინი?-სწორედ ამას ერიდებოდა პატარა, მამიკო მაშინვე ხვდება რომ იტირა, რომ რაღაც ისე არაა. ჯიმინის უმეტესად თრგუნავს ის ფაქტი, რომ მისი მშობლები ჩაციკლულნი არიან შვილებზე. რამდენჯერ მოუმძინარებია თავი და გაუგონია, როგორ ეფერება მძინარეს გუკი. ეუბნებ რომ ისევ მამის პატარაა და მისი კოცნით ვერ ძღება, ომეგა პულსაციასაც უთვლის ხოლმე პატარას, იმდენად ჰყავს სულსა და გონებაში გამჯდარი ეს პატარა საოცრებები.

-მამიკო, მე...

-შენს ოთახში ადი, გამოიცვალე და მეც ახლავე ამოვალ, კარგი?-ჯიმინი თავს უქნევს და მეორე სართულის კიბეს მიყვება.

კიმები ბავშვების წამოზრდასთან ერთად მიხვდნენ, რომ ეს სახლი საკმარისი არაა და ახლოს ძველ საცხოვრებელთან თეჰიონმა ახალი სახლი ააშენა, მათთვის. ამ სახლის კედლებსაც ახსოვს ათი წლის ჯიმინი როგორ დარბოდა ოთახიდან ოთახში და სახლს ბედნიერებას უნაწილებდა, მისი მხიარული კისკისი კედლებმა სამუდამოდ შთანთქეს, რამდენი ხანია პატარა ომეგას გულრწფელად არ გაუღიმია. გუკმა გააცნობიერა, რომ შვილი უკვე მზადაა ყველაფერი თქვას.

ჭირვეულიNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ