-მეორეჯერ ხელს მოგამტვრევ, გასაგებია?
-კიმ შიუ!
-უპს,-ალფა თვალებს ნელა აპარებს უკან და პაწაწუნა თვალებს ნელა ახამხამებს.
-რა ხდება აქ?-გუკი ხელებს შლის, რომ ატირებული ომეგა დაიჭიროს.
-მამიკო, იუნგიმ ძამიკოს ხელი გადაუტრიალა,შეხედე როგორ ტირის ჯიმინი.
-კარგი საყვარელო, ჩშშ. მანახე სად გეტკინა პატარავ.-ომეგა პატარა ომეგას მიწაზე სვამს და ხელზე ფრთხილად ეხება. პატარა ჯიმინი ტირილს იწყებს, როცა მამიკო მტკივან ადგილზე უჭერს.
-კარგი,ჩემო ანგელოზო, მოდი ექთანს შევახედოთ და თუ რამეა ექიმთან წაგიყვან.-გუკს პატარა აჰყავს,შიუ კი იუნგის მოათრევს ხელჩაკიდებული და თან უღრენს.
-შიუუ,შეწყვიტე მეგობრის დაშინება და ფრთხილად იარე.-როცა გრძნობს, რომ გუკი მის მხარესაა იუნგი პატარა ტუჩს წინ წევს და ტირილს იწყებს.
-ღმერთო, მამათქვენი უნდა გამომეშვა.-ომეგამ პატარა ძირს დასვა და შიუს აიძულა ხელი გაეშვა იუნგისთის.-წადი პატარავ,ითამაშე,არაფერია.-ცრემლები მოსწმინდა და აკოცა პატარას სანამ გაიქცეოდა.
...
-შენი შვილი ნამდვილი ველურია, დღეს ბაღში მინების პატარა ატირა.
-მამიკოს გავს,ქაჯი.-კიმი თვალს უკრავს კარში შემოსულს, რომელსაც ერთი შვილი ზედ ყავს მიხუტებული, ჯიმინს თვალები დახუჭული აქვს და საყვარლად სძინავს.
-მოდი ჩემთან, კიმ შიუ.-შიუ წუწუნით მიემართება მამისკენ და თან გზაში ქურთუკს იხდის.
-რატომ იჩხუბე?-პატარა ტუჩებს მაღლა წევს და მამას უღიმის,ელოდება როდის ჩაეხუტებიან და მამის მკლავებში ნებივრობის საშუალება მიეცემა, მაგრამ თეჰიონი ძალიან მკაცრია, როცა საქმე ბაღის ჩხუბებს ეხება, შიუ თითქმის სულ ჩხუბობს.
-მამი იციი, მან ჯიმინის ხელი ძალიან გადაუწია, წარმოგიდგენია?-პატარა თვალებს აფართოვებს, თეჰიონს გული უჩქარდება შვილის სისაყვარლისგან და ლოყას შიგნიდან კბენს, რომ დროზე ადრე არ ჩაუკოცნოს ბუთხუზა ლოყები.-ექთანმა თქვა, რომ ჯიმინის ძალიან ტკიოდა და მას ნემსი გაუკეთეს, ძამიკის ჩაეძინა,ალბათ, როგორ ეტკინა ტაკო ნემსისაგან.-პატარა თავს ხრის,-რომ შემძლებოდა მის მაგივრად მე მივუშვერდი იმ ბოროტ ნემსს ჩემს ტაკუნას და ჯიმინი უფრო არ იტირებდა, მაგრამ მამიკომ თქვა, რომ ასე ჯიმინის ტკივილი გაუვლიდა.-შიუ ხელებს იჯვარედინებს და მამის გვერდით სკუპდება დივანზე.-იუნგი იმიტომ ვცემე რომ ჩემს ძამიკოს ატკინა, შენ ხომ მითხარი, რომ ჯიმინი თუ იტირებს მოკვდები, რადგან ძალიან გიყვარს. მოდი,-პატარა ალფა მამას ხელს უქნევს რომ დაიწიოს და ყურში უთხრას რაღაც.-მეგონა მეც მოვკვდებოდი, როცა ჩვენმა ფუნთუშამ იტირა. მინმა უთხრა, რომ საჩუქარი ჰქონდა და ხელი გაეწოდებინა და უცებ მან ხელი გადაუწია, ოხ,მამიკო რომ არ მოსულიყო ძალიან ვატკენდი.-პატარა მუშტს კრავს და ჰაერში აქნევს ხელებს.

KAMU SEDANG MEMBACA
ჭირვეული
Fiksi Penggemarვანშოთების კრებული ჯონგუკი ომეგაა, რომელიც ვერ იტანს თავის ალფას, თუმცა თეჰიონის გარეშე სიცოცხლეც არ შეუძლია.