🎄

832 67 70
                                    

ვნახოთ კიმები როგორ ემზადებიან საახალწლოდ. სიტუაცია ვითარდება მას შემდეგ, რაც ჯიმინი და იუნგი დაქორწინდნენ. დანარჩენ სიახლეებს იხილავთ პროცესში.

____
 
  ბოლო ორი წელია ჯონ ჯონგუკისათვის ახალი წელი საუკეთესო დღესასწაულია. მას შემდეგ, რაც ჯიმინი იუნგის იაპონიაში გაყვა, რათა მინს საქმეები მოეწესრიგებინა და ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელ კომპანიაში დაეწყო მთავარ მენეჯერად მუშაობა, ჯონი თავის პატარა საოცრებას წელიწადში რამდენჯერმე ნახულობს ახალ წელს და მის დაბადების დღეზე. ჯიმინს არ შეუძლია თავის დაბადების დღეზე არ ჩამოვიდეს, რადგან შიუ აღარაა კორეაში და მამიკოს გული დარდითა და მონატრებით არ უნდა ჰქონდეს სავსე იმ დღეს, როცა წესით უბედნიერესი უნდა იყოს. ამიტომ უყვარს ჯონგუკს ახალი წელი მეტად, საახალწლოდ შიუც ჩამოდის-ხოლმე. გუკი წელს განსაკუთრებით ელოდება ალფას საჩუქარი მოჰყავს მისთვის, ნანატრი გოგონა. ჯონგუკი თავიდან არ უჯერებდა, მანმა სანამ კამერაში თავი წითელთმიანმა ომეგამ არ შემოყო და არ უთხრა "გამარჯობა მამიკო, როგორ გიკითხოთ?"  ჯონგუკი დაფრინავს ბედნიერებისგან, მის შვილს სახლში ულამაზესი გოგონა მოჰყავს.

   ომეგა იმითაც ბედნიერია,რომ საახალწლოდ ჯიმინი და იუნგი ერთი კვირა ჩამოდიან ხოლმე და რადგან ორივე ოჯახს შვილებთან უნდა დროის გატარება ისინი მოზრდილ სახლს ქირაობენ, რათა ყველა ერთად დარჩეს.

ჯონგუკი პირდაპირ საძინებელში იხდის და იცვლის, პიჟამა ლამაზად შეკეცა ბალიშის ქვეშ და ახალი საცვალი ამოიღო უჯრიდან. თბილი სპორტული ამოიცვა და წითელი თბილი ჯემპრი.

-გღვიძავს?-ჯონგუკმა თვალებდაჭყეტილ ქმარს შეხედა და ცალი მუხლით დაეყრდნო საწოლს, რომ აწეულიყო და ეკოცნა.

-მომეჩვენა, რომ ძალიან ბებერი ტრაკი დავინახე.-თეჰიონი თვალებს არ ახამხამებდა დიდზე ჰქონდა დაქაჩული.

ჭირვეულიWhere stories live. Discover now