-ძლივს დავაძინე, ჯიმინი ძალიან ჭირვეულიბდა.-თეჰიონი ფეხაკრეფით შედის ოთახში და თვალებდახუჭულ ომეგას გვერდით უწვება.-ძალიან დაიღალე?-არც ისე, შესვენებაზე ტუალეტში ჩამძინებია. ცოტახნით მივეყრდენი კედელს.-ჯონგუკი იღიმის, თუმცა ეს სასაცილო უკვე აღარაა. შიუ რამდენინე დღით ბებიასთან წავიდა, ჯიმინს არ უნდოდა მამის გარეშე დარჩენა და დარჩა. ახლა ძილი არ შეუძლია, შუაღამისას იღვიძებს და შიუს ითხოვს, იმხელა ხმაზე ტირის მალე მეზობლები მათ გაყრას მოითხოვენ.
-ჩვენთან ხომ არ დაგვეწვინა?-თეჰიონი შეშფოთებული სახით უყურებს საყიდლების სიას. ხვალ შაბათია, ჯონგუკი თორმეტ საათამდე მუშაობს, შუადღის მერე კი ყველა ერთად წავა და შიუს ჩამოიყვანენ.
-ძილის წინ გადმივიყვანოთ, ახლა ძალიან მშია, თეჰ.-ომეგა იმდენადაა დაღლილი და გამოფიტული იმის თავიც არ აქვს ქმარს სთხოვოს საჭმელი, თავად მიდის და სიჩუმეში ადუღებს წყალს. არ უყვარს პირდაპირ წყალდასხმუკი რამიონი, მაგრამ ახლა მეტის თავი არა აქვს.
-მამიიიი,-სახლში ტირილნარევი ყვირილი ისმის და ჯიმინი ოთახიდან გიჟივით გამორბის, პამპერსისა და თხელი პერანგის ამარა.
-როგორ მაგრად დაგიძინებია,-გუკი ხითხითებს, როდესაც მამა-შვილი ჩახუტებული სტუმრობს სამზარეულოს.
-მამიკო, ჯიმინიშაც ძალიან შია.-ჯიმინი პატარა თითებით შიშველ ბარძაყს იფხანს და გუკს უყურებს.
-ვაიმე, ჩემო სიცოცხლე, მამიმ მშიერი დაგაძინა?-ჯიმინს აწყლიანებული თვალები კიდევ უფრო უფართოვდება და ხელებს შლის, რომ მშიერად დამტოვებლისგან მამიკომ გადაარჩინოს.
-ბოროტო კაცო, აუცილებლად დაისჯები ამისთვის.-გუკი თეჰიონს ემუქრება და ჯიმინისთვის დილას საჭმელად მომზადებულ წვნიანს აცხელებს. ომეგა არც ისე გამხდარია, მაგრამ ექიმმა თქვა რომ ჯიმინმა კარგად უნდა იკვებოს.

YOU ARE READING
ჭირვეული
Fanfictionვანშოთების კრებული ჯონგუკი ომეგაა, რომელიც ვერ იტანს თავის ალფას, თუმცა თეჰიონის გარეშე სიცოცხლეც არ შეუძლია.